„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 333
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017858
333
03/10/2024
ვებგვერდი, 04/10/2024
230210000.22.033.017858
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №333

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ12“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ ქვეპუნქტი:

„ჰ13) საქართველოს საწარმოს მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსაგან საკუთრების უფლებით მიღებული აქტივის/საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში – „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება).“.

2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19):

ა) მე-5 ნაწილის („გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“) „658“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „659“ კოდის გრაფა:

659

საქართველოს საწარმოს მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსაგან საკუთრების უფლებით მიღებული აქტივის/საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება (იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლება)“.

 ბ) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „600“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „601“ კოდის გრაფა:

„601

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება)“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი