„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017533
326
08/12/2021
ვებგვერდი, 09/12/2021
230210000.22.033.017533
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №326

2021 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 38-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებულ ან უვარგის იდენტიფიკაციის საშუალებებს, აგრეთვე ინფორმაციას ასეთი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ დანართი №2-V-05 დანართის ფორმით, გაფორმების ეკონომიკური ზონის, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების და საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი აბარებს შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს. ეს ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე.

9. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი ახორციელებს  გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებული ან უვარგისი იდენტიფიკაციის საშუალებების განადგურებას და შედეგებს ასახავს აქტში (დანართი №2-V-06).“.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  პირის მიერ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების ან „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მილსადენით გადაადგილებული ნავთობის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების შემთხვევისა) დანართი №8-II-01-ის შესაბამისად.“.

3. „მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №17) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა (გარდა „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მილსადენით გადაადგილებული ნავთობის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების შემთხვევისა);“.

4. „საქონლის განკარგვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №18) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბაჟო ორგანო ჩამორთმეული საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის (მათ შორის, პროცედურის მფლობელის ან საქონლის მფლობელის) ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით გადასცემს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი