„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017478
136
10/06/2021
ვებგვერდი, 11/06/2021
230210000.22.033.017478
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №136

2021 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №13) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი დაექვემდებარებოდა ანტიდემპინგურ ღონისძიებას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მისი დეკლარირების შემთხვევაში;“.

2. „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №14) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის ნაცვლად გადამუშავებული უცხოური საქონელი დაექვემდებარებოდა ანტიდემპინგურ ღონისძიებას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მისი დეკლარირების შემთხვევაში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი