„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017519
274
20/10/2021
ვებგვერდი, 21/10/2021
230210000.22.033.017519
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №274

2021 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“:

ტ.ა) ახალქალაქის რაიონი, სოფელი კარწახი (მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობებისა და საბაჟო კონტროლისათვის);

ტ.ბ) ქ. ახალქალაქი, ნინოწმინდის გზატკეცილი, რკინიგზის სადგური;“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, რაც არ გამორიცხავს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას;“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ექსპორტში, გარე გადამუშავებაში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გაფორმების ორგანოში განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

გ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო ორგანოს მიერ საქონელი დათვალიერდება, თუ სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ ან თუ ექსპორტში/გარე გადამუშავებაში/რეექსპორტში/ტრანზიტში გაშვებული საქონელი, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დაექვემდებარა საბაჟო გამშვებ პუნქტში განმეორებით, დამატებით ან მიზანმიმართულ დათვალიერებას. დათვალიერება ხორციელდება გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად. ამასთან, ერთ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული, ერთი დეკლარაციით წარდგენილი ერთი დასახელების (სეს ესნ-ის 11-ნიშნა კოდის შესაბამისი) საქონლის დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით.“.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-12 მუხლის:

ა.ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, რაც არ გამორიცხავს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას;“;

ა.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

 „8. ექსპორტში, გარე გადამუშავებაში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გაფორმების ორგანოში განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

ბ) მე-16 მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გრაფა „B“ – გრაფა ივსება გაფორმების საბაჟო ორგანოს ან დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოყენებული საბაჟო კონტროლის ღონისძიების დასრულებას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. ამასთან, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გაფორმების ორგანოში განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

გ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრაფა „B“ – გრაფა ივსება საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. ამასთან, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გაფორმების ორგანოში განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

დ) 21-ე მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. გრაფა „B“ – გრაფა ივსება საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. ამასთან, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გაფორმების ორგანოში განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

ე) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრაფა „B“ – გრაფა ივსება საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. ამასთან, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გაფორმების ორგანოში განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

ვ) 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონული სისტემის გამოყენებით შევსებული (მათ შორის, დეკლარაციაზე დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის ელექტრონულად ხელის მოწერით) და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის გამოყენებით – დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. ამასთან, ექსპორტში, გარე გადამუშავებაში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი