„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017904
24
30/01/2025
ვებგვერდი, 31/01/2025
230210000.22.033.017904
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №24

2025 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. ბრძანების:

ა) პირველი მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ინსტრუქცია „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ (დანართი №20).“;

ბ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-13 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

3. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

4. „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან ეს გარანტია დადგენილ ვადაში ვეღარ უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის გადახდის წარმოსაშობი ვალდებულების შესრულებას, საბაჟო ორგანო ვალდებულია, საქართველოს საბაჟო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მოსთხოვოს წარდგენილი გარანტიის ახალი გარანტიით შეცვლა ან მასში ცვლილების განხორციელება ან დამატებითი გარანტიის წარდგენა.“.

5. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს მიერ, თუ გაფორმების ორგანოს დანიშნულებით საქონლის გადაადგილების დასრულებამდე ან გაფორმების ორგანოში საქონლის არასამუშაო დროს მიტანისას:

ბ.ა) წარდგენილია არანაკლებ კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან

ბ.ბ) სრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, რაც დასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან

ბ.გ) იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილია გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დასტურდება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“.

6. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ.ბ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“;

ბ) 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსებასა და დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დერეფნის შერჩევას უზრუნველყოფს საბაჟო გამშვები პუნქტი ან საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ განსაზღვრული გაფორმების ორგანო), მწვანე ან ლურჯ დერეფანში მოხვედრილი დეკლარაციების, აგრეთვე მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო ყვითელ დერეფანში მოხვედრილი იმ საბაჟო დეკლარაციების დასრულებას, რომელთა დასრულება ვერ ხერხდება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს მიერ, უზრუნველყოფს ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“;“.

7. „დეკლარირების კლასიფიკატორს“ (დანართი №19) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი:

ნაწილი 14. „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობებისთვის გამოსაყენებელი კლასიფიკატორი

კოდი

დასახელება

მისამართი

1

 

 

GEBCP001

 

 

GEFIZ110

საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“

 

მხოლოდ აეროპორტით საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

მხოლოდ, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

 

 

 

 

ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

 

 

ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქუჩა №264ა

2

GEBCP002

საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“

მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირაჩმუღანლო

3

GEBCP003

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“

მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადახლო

4

GEBCP004

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“

მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადახლო-სადგურის დასახლება

5

GEBCP005

საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუგუთი

6

GEBCP006

საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი“

მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახკერპი

7

GEBCP007

საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო“

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამთაწყარო

8

GEBCP009

საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, კოსტა ხეთაგუროვის №9

9

GEBCP021

საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვახტანგისი

10

GEBCP010

საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაწიმი

11

GEBCP101

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დარიალის ხეობა

12

GEBCP301

საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“

ადიგენის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია

13

GEBCP302

საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელ სამებას ტერიტორია

14

 

 

 

 

GEBCP401

 

 

GEFIZ403

 

 

GEFIZ404

საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“

 

მხოლოდ აეროპორტით საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

მხოლოდ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

მხოლოდ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

 

 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტი, დაბა ჯიხაიში

 

ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №88

 

ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №88

15

 

 

GEBCP501

 

GEBCP502

 

 

GEFIZ503

 

GEBCP504

საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“

 

მხოლოდ ფოთის პორტით საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

მხოლოდ ყულევის პორტით საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

მხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის შემოტანისას ან გატანისას

მხოლოდ ფოთის ახალი ნავსადგურით საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

 

ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. №52

 

 

სოფელი ყულევი

 

ქ. ფოთი, ჭავჭავაძის ქ. №545

 

ქ. ფოთი, დავითაიას №1

16

GEBCP601

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარფი

17

GEBCP604

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“

ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა 15

18

GEBCP603

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“

ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი -220

19

GEBCP309

საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

20

GEBCP320

საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარწახი

21

GECCZ111

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ

22

GECCZ115 GECCZ116

 

გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ

23

 

GECCZ112

 

 

 

GECSA605

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი"

 

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ

 

ქ. ბათუმი, სულხან-საბას ქ. №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრის (სამსახური) შენობა;

 

24

 

GECCZ113

 

 

GECSA510

 

 

 

GECSA511

 

 

 

 

GECSA555

გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“

 

 

 

 

 

 

ქ. ფოთი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №32

 

ქ. ფოთი, ჭავჭავაძის ქ. №146, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ფოთის მომსახურების ცენტრის (სამსახური) შენობა

 

ქ. ზუგდიდი, შ. ხუბულავას ქ. №9, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის (სამსახური) შენობა

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, მე-2 ქ. №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ოზურგეთის მომსახურების ცენტრის (სამსახური) შენობა

 

25

 

GECCZ114

GEPOS210

გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი"

 

მხოლოდ საფოსტო გზავნილით საქონლის შემოტანისას ან გატანისას

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

 

26

 

GECCD400

 

 

GECSA450

ქუთაისის გაფორმების განყოფილება

 

 

 

ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5

 

ქ. ქუთაისი, სულხან-საბას გამზ. №19ბ, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ქუთაისის მომსახურების ცენტრის (სამსახური) შენობა;

27

 

GECCD300

 

 

 

GECSA350

ახალციხის გაფორმების განყოფილება

 

 

 

ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54

 

ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ახალციხის მომსახურების ცენტრის (სამსახური) შენობა

 

28

 

GECCD014

 

 

GECSA050

 

რუსთავის გაფორმების განყოფილება

 

 

 

 

ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36

 

ქ. რუსთავი, რუსთავი, წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი (დეპარტამენტი)

29

 

GECCD017

 

 

 

GECSA070

თელავის გაფორმების განყოფილება

 

 

 

 

 

ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41

 

ქ. თელავი, ალაზნის გამზ. №95, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის თელავის მომსახურების ცენტრი (სამსახური)

 

30

 

GECCZ117

 

 

 

GECSA250

 

ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“

 

 

ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2

 

 

ქ. გორი, სუხიშვილის ქ. №40, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის გორის მომსახურების ცენტრის (სამსახური) შენობა

 

31

GEDEP001

საბაჟო დეპარტამენტი

ქ. თბილისი, ს. აბზიანიძის ქ. 4 “

 

8. „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №20) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში  (NCTS)“ დაშვებულ პირებს უნარჩუნდებათ ამ სისტემის გამოყენების უფლება, თუ აკმაყოფილებენ „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს (გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა) ამავე ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაშვებულ პირებზე „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმების ვადა აითვლება 2025 წლის 1 თებერვლიდან.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი