„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017326
122
01/06/2020
ვებგვერდი, 02/06/2020
230210000.22.033.017326
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №122

2020 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შემოწმება

1. საბაჟო ღირებულების შემოწმების პროცესში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე – 46-ე მუხლების შესაბამისად.

2. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ-ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

3. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული იმპორტის გადასახდელის დარიცხვის საფუძვლად.“.

2. „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე საქონლის შენახვის შემთხვევაში;“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  იმპორტის  გადასახდელისაგან  ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებით შემოტანისას – იმპორტის გადასახდელის შესაბამის  თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;“.

3.  „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-14 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და გადასახდელის თანხის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის დაწყებამდე. ამასთან, ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო და ასეთი საქონლის გამოვლენის შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანო დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას, ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე, ხოლო საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას:

ა) თუ ასეთი კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და გადასახდელის თანხის ოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით ხორციელდება საბაჟო სამართალდარღვევის დაფიქსირება და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) ან/და საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხებზე, ხოლო საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება;

ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან, თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად შემცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და გადასახდელის თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას საქონლის საბაჟო დეკლარაციაში.“;

ბ) მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა

1. საქონლის გაშვებამდე საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საბაჟო ორგანოს ინიციატივით:

ა) თუ დეკლარაციით გაცხადებულია საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა/საქართველოდან გატანა ან/და რომლის მიმართ გაცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება აკრძალულია;

ბ) როდესაც დეკლარანტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები ან ნებართვები;

გ) თუ შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება;

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში;

ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში;

ვ) თუ დეკლარირება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ზ) თუ დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი წარდგენა საბაჟო ორგანოსათვის შეუძლებელია, გარდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა შესაძლებელია მისი ფაქტობრივი წარდგენის გარეშე;

თ) თუ დეკლარირებული საქონლის პარტიაში ან დეკლარირებული საქონლის ნაცვლად აღმოჩნდა საქონელი, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო. ამ შემთხვევაში ხორციელდება ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, ბათილად ცნობილი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული და არადეკლარირებულ საქონლის დეკლარირების მიზნით, ხოლო საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით.

2. საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში:

ა) დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის პარტიაში გაფორმების საბაჟო ორგანოს მიერ არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენისას, თუ საქონელს არ დაუტოვებია საბაჟო ორგანოს ტერიტორია ან საბაჟო საწყობის ტერიტორია. ამ შემთხვევაში გაფორმების საბაჟო ორგანო დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ხორციელდება ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, ბათილად ცნობილ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული და არადეკლარირებული საქონლის დეკლარირების მიზნით;

ბ) თუ დეკლარანტის წერილობითი განცხადებით დასტურდება, რომ დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის ნაცვლად აღმოჩნდა სხვა საქონელი – საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანო დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას;

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობის არსებობის შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი საქონლის იდენტიფიცირება შესაძლებელია;

ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის განხორციელების შემდეგ. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი, იმავე საქონლის დარჩენილ ნაწილზე იმპორტის გადასახდელის გადაანგარიშება მოხდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

3. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს საქონლის საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველს და დეკლარანტთან არსებული საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარი.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტების ამოქმედებამდე დროებით შემოტანის პროცედურაში/დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ გავრცელდება შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.