დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017920 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/05/2025 - 27/05/2025)
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1): ა) 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას „eCustoms“-ში საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ, რომლებიც განმცხადებლის მიერ დაქირავებულნი არიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.“; ბ) 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „601“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „602“ კოდის გრაფა:
3. „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20): ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის საფუძველზე, გადაადგილდება: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისას (საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით); ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის/გარე გადამუშავების საბაჟო პროცედურით ან რეექსპორტით გატანისას (საავტომობილო ან საზღვაო ტრანსპორტით). 12. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება სავალდებულო არ არის.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ, რომლებიც განმცხადებლის მიერ დაქირავებულნი არიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 12. არასრულად შევსებული განცხადება უბრუნდება განმცხადებელს, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში და, იმავდროულად, განესაზღვრება ხარვეზის აღმოფხვრის ვადაც.“; ბ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაშვების მაძიებელი ვალდებულია „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირ(ებ)ის შეცვლის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. 5. პირის „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 – მე-10 პუნქტები: „6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენიდან 10 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება გადაწყვეტილება პირის „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების თაობაზე, ხოლო დაშვებისთვის აუცილებელი მონაცემები „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ეგზავნება მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. 7. თუ პირს სურს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების ვადის გაგრძელება, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განცხადება, დაშვების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემოწმებისას/კონტროლისას, შემოსავლების სამსახურს წარედგინება აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი აუდიტორული დასკვნა. აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც აღნიშნული ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული აქვს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება. ფინანსურად მდგრადად ჩაითვლება სუბიექტი, რომლის უახლოეს ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემულია აუდიტორული დასკვნა, რომელშიც გამოთქმულია არამოდიფიცირებული მოსაზრება. 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების მაძიებელზე და საბაჟო საკითხებზე პასუხისმგებელ პირზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ დაშვების მაძიებელი იურიდიული პირია – აგრეთვე მის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ზე. 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმებისას, ფიზიკური პირის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს წარედგინება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „ნასამართლობის შესახებ ცნობა“.“; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას საბაჟო ორგანო ამოწმებს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ პირის დაშვებიდან ყოველი 12 თვის შემდეგ.“; გ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების შესაბამისი ვადის გასვლა არ წარმოადგენს დაშვების უპირობოდ გაუქმების საფუძველს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა პირის მიერ მოთხოვნილია „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების ვადის გაგრძელება.“; გ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირის „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ, გადა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; გ.დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საკონტროლო პერიოდში (12 თვე) „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოუყენებლობის შემთხვევაში, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების გაუქმება ხორციელდება ავტომატურად.“; დ) მე-4 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენება შესაძლებელია ტრანზიტის დეკლარაციის (დანართი №20-I-04) შევსებით.“; დ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შესავსები ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის, დადასტურებისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით.“; ე) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელებისას ტრანზიტის დეკლარაციის გრაფების შევსების წესი 1. ტრანზიტის დეკლარაციის მონაცემები დაყოფილია 9 განყოფილებად: ტრანზიტის პროცედურა (ზოგადი), ტრანზიტის პროცედურა (ძირითადი), მხარეები, ტრანზიტის გარანტიები, ტრანზიტის ავტორიზაციები, ქვეყნები და საბაჟო ოფისები, სასაქონლო პარტია, სასაქონლო პარტიათა ნაკრები და დოკუმენტები. ტრანზიტის დეკლარაციის მითითებული 9 განყოფილება პროცედურის მფლობელის მიერ ივსება ამ მუხლით განსაზღვრული წესით. 2. განყოფილება 1 „ტრანზიტის პროცედურა“ (ზოგადი): ა) გრაფა 1.1. (ტრანზიტის დეკლარაციის ფორმის საბეჭდი ვერსიის (შემდგომში – საბეჭდი ვერსია) გრაფა 11 01) „დეკლარაციის ტიპი“ – მიეთითება „T1“, რაც აღნიშნავს საერთო ტრანზიტის პროცედურით ისეთი საქონლის გადაადგილებას, რომელსაც არ აქვს ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსი; ბ) გრაფა 1.2. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 11 02) „დეკლარაციის დამატებითი ტიპი“ – მიეთითება „A“ სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში, ხოლო „D“ იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლის წინასწარ დეკლარირება. 3. განყოფილება 2 „ტრანზიტის პროცედურა“ (ძირითადი): ა) გრაფები: 2.1. ( საბეჭდი ვერსიის გრაფა 11 07) („დეკლარაციის ტიპის უსაფრთხოება“) და 2.2. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 11 08) („შემცირებული მონაცემები“) – მიეთითება „#No.“; ბ) გრაფა 2.3. „სავალდებულო მარშრუტი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 16 17) – აღინიშნება მარშრუტი, რომლითაც საქონელი გადაადგილდება გამგზავნი საბაჟოდან დანიშნულების საბაჟოს მიმართულებით. შესაბამისად მიეთითება: ბ.ა) „#No.“ თუ საქონელი არ გადაიზიდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით გამგზავნი საბაჟოდან დანიშნულების საბაჟომდე; ბ.ბ) „Yes“ თუ საქონელი გადაიზიდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით გამგზავნი საბაჟოდან დანიშნულების საბაჟომდე; გ) გრაფა 2.4. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 11 04) „განსაკუთრებული გარემოება“ – საჭიროების შემთხვევაში, ზოგად დეკლარაციასთან მიმართებაში ტვირთის ექსპრესგასვლისას შესაძლებელია მიეთითოს „A20“ ან ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის შემთხვევაში „XXX“; დ) გრაფა 2.5. „ენა“ – მიეთითება ქართული (Georgian). 4. განყოფილება 3 „მხარეები“: ა) გრაფა 3.1. ( საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 07) „ტრანზიტის პროცედურის მფლობელი“ – გრაფის 3.1.2 („TIN“) ველში მიეთითება პროცედურის მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი, რის შემდეგაც გრაფის დანარჩენი ველები (3.1.3; 3.1.4; 3.1.5; 3.1.6; 3.1.8.) ივსება ავტომატურად; ბ) გრაფა 3.2. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 02 074) „ტრანზიტის პროცედურის მფლობელის კონტაქტი“ – გრაფის შესაბამის ველებში ეთითება პროცედურის მფლობელის თანამშრომლის მონაცემები (3.2.1 „დასახელება (სახელი, გვარი)“, 3.2.2 „ტელეფონის ნომერი“, 3.2.3 „ელ. ფოსტის მისამართი“); გ) გრაფა 3.3. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 06) „წარმომადგენელი“ – წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, ივსება გრაფის 3.3.2. („TIN“) ველი, რომელშიც საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებისას დანარჩენი ველები (3.3.3; 3.3.4; 3.3.5; 3.3.6; 3.3.8.) ივსება ავტომატურად. ასეთ შემთხვევაში გააქტიურდება გრაფები 3.4. „წარმომადგენლის სტატუსი“ და 3.5. „წარმომადგენლის კონტაქტი“, რომლებიც უნდა შეივსოს შესაბამისი მონაცემებით. 5. განყოფილება 4 „ტრანზიტის გარანტიები“: (საბეჭდი ვერსიის გრაფა 99 02-99 03-99 04) ა) გრაფა 4.1. „გარანტიის ტიპი“ – ვირჩევთ წარდგენილი გარანტიის შესაბამის ტიპს (სახეს) ჩამოსაშლელი ველიდან; ბ) გრაფა 4.3. „გარანტიის საცნობარო ნომერი“ – ივსება გრაფის შესაბამისი ველები: ბ.ა) 4.3.1. „გარანტიის ნომერი (GRN)“ – მიეთითება გარანტიის უნიკალური „GRN“ ნომერი, რის შემდეგაც ხორციელდება გარანტიის მონაცემების გადამოწმება გარანტიის მართვის სისტემაში; ბ.ბ) 4.3.2. „წვდომის (დაშვების) კოდი“ – ვუთითებთ „GRN“ ნომრის შესაბამის ოთხნიშნა წვდომის კოდს, ხოლო ველში „საგარანტიო თანხა“ ვუთითებთ თანხის იმ ოდენობას, რომელიც საჭიროა გადაზიდვის უზრუნველსაყოფად; ბ.გ) 4.3.4. „ვალუტა“ – მიეთითება ეროვნული ვალუტა ლარი. 6. განყოფილება 5 „ტრანზიტის ავტორიზაციები“: ა) გრაფა 5.1 (საბეჭდი ვერსიის გრაფა 12 12) „ტიპი“ – მიეთითება ავტორიზაციის (უფლებამოსილების) შესაბამისი ტიპი ჩამოსაშლელი სიიდან: ა.ა) C521 – ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი; ა.ბ) C523 – საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებებით (სპეციალური ლუქების) ნიშანდების უფლება; ა.გ) C524 – ტრანზიტის დეკლარაციის გამარტივებულად შევსების უფლება; ბ) გრაფა 5.2. „გადაწყვეტილების საცნობარო ნომერი“ – მიეთითება ავტორიზაციის (უფლებამოსილების მინიჭების) გადაწყვეტილების რეგისტრაციის ნომერს, რის შემდეგაც „სატრანზიტო სისტემა (NCTS)“ ავტომატურად ახორციელებს მონაცემების გადამოწმებასა და დადასტურებას. 7. განყოფილება 6 „ქვეყნები და საბაჟო ოფისები“: ა) გაგზავნის ადგილი: ა.ა) გრაფა 6.1. „ქვეყანა“ – მიეთითება CTC-ის წევრი ქვეყანა, სადაც ხდება დეკლარაციის წარდგენა; ა.ბ) გრაფა 6.2. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 17 03) „საბაჟო ოფისი“ – მიეთითება ის საბაჟო, სადაც ხდება ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენა (ასარჩევად შესაძლებელია გაფილტვრა საბაჟოს კოდის, დასახელების და ქვეყნის მიხედვით). ბ) დანიშნულების ადგილი ბ.ა) გრაფა 6.3. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 16 03) „ქვეყანა“ – მიეთითება საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა, რომელიც შეიძლება არ იყოს CTC-ის წევრი ქვეყანა. რამდენიმე დანიშნულების ქვეყნის შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყანა მიეთითება მე-7 განყოფილებაში – „სასაქონლო პარტია“; ბ.ბ) გრაფა 6.4. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 17 05) „საბაჟო ოფისი (დეკლარირებული)“ – CTC-ის წევრი ქვეყნის შესაბამისი საბოლოო საბაჟო; გ) გრაფა 6.5. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 17 04) „ტრანზიტის საბაჟო ოფის(ებ)ი (დეკლარირებული)“ – მარშრუტის მიხედვით თანმიმდევრობით მიეთითება CTC-ის წევრი ქვეყნის შესვლის საბაჟო, რომელსაც გაივლის ტვირთი. „ ჩამოსვლის თარიღი და დრო“ – მითითებულ საბაჟოზე წარდგენის სავარაუდო თარიღი და დრო (შევსება სავალდებულო არ არის); დ) გრაფა 6.8. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 16 02) „ტვირთის მარშრუტის ქვეყნები“ – მიეთითება ტვირთის მარშრუტით გათვალისწინებული ქვეყნები, მათ შორის, CTC-ის არაწევრი ქვეყნის შემთხვევაშიც. ქვეყნის დამატება შესაძლებელია „დამატება“ ღილაკის გამოყენებით; ე) გრაფა 6.9. (საბეჭდი ვერსიის გრაფა 16 06) „გამგზავნი ქვეყანა“ – მიეთითება ტვირთის გამგზავნი ქვეყანა (ტრანზიტის შემთხვევაში, საიდანაც ტვირთი იწყებს გადაადგილებას, ხოლო ექსპორტ/რეექსპორტისას, საქართველო). 8. განყოფილება 7 „სასაქონლო პარტია“: ა) გრაფაში 7.1.1. ველები: ა.ა) „დანიშნულების ქვეყანა“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 16 03) – მიეთითება საქონლის დანიშნულების ქვეყანა; ა.ბ) „საცნობარო ნომერი UCR“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 12 08) – აღნიშნული გრაფა ივსება რამდენიმე სასაქონლო პარტიის შემთხვევაში და მიეთითება სასაქონლო პარტიის საცნობარო ნომერი. ამასთან, თითოეულ სასაქონლო პარტიაზე ინფორმაცია მიეთითება განსხვავებული საცნობარო ნომრით. ორივე შემთხვევაში ნომრის სტრუქტურა ეფუძნება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დადგენილი WCO (ISO 15459) კოდების ან მათი ექვივალენტის ნორმებს; ა.გ) „ბრუტო მასა“ – სასაქონლო პარტიის ბრუტო წონა საბუთების მიხედვით, რომელიც შედგება სასაქონლო პარტიაში შემავალი თითოეული საქონლის ბრუტო წონების ჯამისგან; ბ) გრაფა 7.1.2. „საქონელი სასაქონლო პარტიაში“ ველები: ბ.ა) „პოზიცია დეკლარაციაში“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 11 11) და „პოზიცია სასაქონლო პარტიაში“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 11 03) – ავტომატურად ივსება; ბ.ბ) „დანიშნულების ქვეყანა“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 16 03) – მიეთითება საქონლის დანიშნულების ქვეყანა; ბ.გ) „საქონლის გადაზიდვის მხარეები“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 02, 13 03) – გადაზიდვაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში; ბ.დ) „მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარეები“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 14): ბ.დ.ა) „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – ეთითება მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.დ.ბ) „მონაწილეთა როლი“ – ეთითება მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარის შესაბამისი როლი ჩამოსაშლელი სიიდან; ბ.ე) „ინფორმაცია საქონელზე“: ბ.ე.ა) „საქონლის აღწერა“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 18 05) – მიეთითება საქონლის დეტალური აღწერა; ბ.ე.ბ) „HS კოდი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 18 09) – მიეთითება საქონლის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდეგში – სეს ესნ) სასაქონლო სუბპოზიცია (ექვსნიშნა დონეზე); ბ.ე.გ) „CN კოდი“ და გრაფა „CUS კოდი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფები 18 07, 18 08) – ივსება შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში; ბ.ვ) „საქონლის ღირებულება და რაოდენობა“ (GOODS VALUE AND QUANTITY): ბ.ვ.ა) „სტატისტიკური ღირებულება“ (Statistical Value) – მიეთითება საქონლის საბაჟო ღირებულება დეკლარაციის შესაბამისად ან საქონლის ღირებულება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის შესაბამისად) ვალუტაში, რომელიც მითითებულია გრაფაში „ვალუტა“; ბ.ვ.ბ) „რაოდენობა 1“ (Quantity 1) და „რაოდენობა 2“ (Quantity 2) – მიეთითება დამატებითი ზომის ერთეული სეს ესნ-ის შესაბამისად. თუ არ არსებობს დამატებითი ზომის ერთეული, მიეთითება „1“; ბ.ვ.გ) „ვალუტა“ (Currency) – ექსპორტის/რეექსპორტის შემთხვევაში მიეთითება ეროვნული ვალუტა, ხოლო სხვა შემთხვევებში – ნასყიდობის დოკუმენტში მითითებული ვალუტა; ბ.ზ) „წონა და დამატებითი ზომის ერთეული“: ბ.ზ.ა) „ბრუტო მასა“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 18 04) – მიეთითება სასაქონლო პოზიციის დონეზე ერთეული საქონლის ბრუტო მასა; ბ.ზ.ბ) „ნეტო მასა“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 18 01) – მიეთითება სასაქონლო პოზიციის დონეზე ერთეული საქონლის ნეტო მასა; ბ.ზ.გ) „დამატებითი ზომის ერთეული“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 18 02) – მიეთითება დამატებითი ზომის ერთეული; ბ.თ) „სახიფათო ტვირთები“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 18 07) – არსებობის შემთხვევაში მიეთითება „UN“ კოდი; ბ.ი) „შეფუთვა“(საბეჭდი ვერსიის გრაფა 18 06): ბ.ი.ა) „ტიპი“ – მიეთითება შესაბამისი შეფუთვის ტიპი (მაგალითად: ყუთი, პალეტი და ა.შ.) და „შეფუთვის რაოდენობა“ მიეთითება შეფუთვის რაოდენობა; ბ.ი.ბ) „მარკირება“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 18 06) – მიეთითება მარკირების შესახებ ინფორმაცია; ბ.კ) დოკუმენტები (საბეჭდი ვერსიის გრაფები 12 01; 12 02; 12 03; 12 04; 12 05) – მიეთითება შესაბამისი დოკუმენტები სასაქონლო პოზიციის დონეზე (არ არის სავალდებულო შესავსები, შესაძლებელია დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მე-9 განყოფილებაში მითითება); გ) გრაფაში 7.1.3 „სასაქონლო პარტიის გადაზიდვის მხარეები“, ველები: გ.ა) 7.1.3.1 „ტვირთის გამგზავნი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 02) – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადაიზიდება ერთზე მეტი სასაქონლო პარტია. საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების შემთხვევაში, დანარჩენი ველები (დასახელება, საფოსტო კოდი, ქალაქი, ქუჩა და ნომერი, ქვეყანა) ივსება ავტომატურად, სხვა შემთხვევაში უნდა შეივსოს ყველა დანარჩენი ველი, გარდა საიდენტიფიკაციო ნომრისა; გ.ბ) 7.1.3.2 „ტვირთის მიმღები“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 03) – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადაიზიდება ერთზე მეტი სასაქონლო პარტია და მიეთითება ტვირთის მიმღების შესახებ ინფორმაცია. საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების შემთხვევაში, დანარჩენი ველები (დასახელება, საფოსტო კოდი, ქალაქი, ქუჩა და ნომერი, ქვეყანა) ივსება ავტომატურად, სხვა შემთხვევაში უნდა შეივსოს ყველა დანარჩენი ველი, გარდა საიდენტიფიკაციო ნომრისა; გ.დ) 7.1.3.4 მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარეები (საბეჭდი ვერსიის გრაფა13 14): გ.დ.ა) „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – მიეთითება მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ.დ.ბ) „მონაწილეთა როლი“ – მიეთითება მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარის შესაბამისი როლი ჩამოსაშლელი სიიდან; დ) გრაფა 7.1.4. დოკუმენტები (საბეჭდი ვერსიის გრაფები 12 01; 12 02; 12 03; 12 04; 12 05) – მიეთითება შესაბამისი დოკუმენტები სასაქონლო პოზიციის დონეზე (არ არის სავალდებულო შესავსები, შესაძლებელია დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მე-9 განყოფილებაში მითითება); ე) გრაფა 7.1.6. სატრანსპორტო საშუალება გაგზავნის ადგილას (საბეჭდი ვერსიის გრაფა 19 05): ე.ა) „იდენტიფიკაციის ტიპი“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების კლასიფიკატორი ჩამოსაშლელი ველიდან; ე.ბ) „იდენტიფიკაციის ნომერი“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი; ე.გ) „რეგისტრაციის ქვეყანა“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა. 9. განყოფილება 8. „სასაქონლო პარტიათა ნაკრები“: ა) გრაფაში 8.1. ველები: ა.ა) 8.1.6. „საცნობარო ნომერი UCR“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 12 08) – აღნიშნული გრაფა ივსება ერთი სასაქონლო პარტიის შემთხვევაში და მიეთითება სასაქონლო პარტიის საცნობარო ნომერი. ნომრის სტრუქტურა ეფუძნება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დადგენილი WCO (ISO 15459) კოდების ან მათი ეკვივალენტის ნორმებს; ა.ბ) 8.1.7. „ბრუტო წონა“ – მიეთითება სასაქონლო პარტიების ჯამური ბრუტო წონა; ა.გ) 8.1.8. „საქონლის სრული რაოდენობა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ; ბ) გრაფაში 8.2. „გადაზიდვის მხარეები“ ველები: ბ.ა) „ტვირთის გამგზავნი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 02) – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადაიზიდება ერთი სასაქონლო პარტია. საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების შემთხვევაში, დანარჩენი ველები ივსება ავტომატურად, სხვა შემთხვევაში უნდა შეივსოს ყველა დანარჩენი ველი, გარდა საიდენტიფიკაციო ნომრისა. შენიშვნა: აღნიშნული გრაფა არ ივსება, თუ ტვირთის გამგზავნი და ტრანზიტის პროცედურის მფლობელი ერთი და იგივე პირია; ბ.ბ) „ტვირთის მიმღები“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 03) – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადაიზიდება ერთი სასაქონლო პარტია და მიეთითება ტვირთის მიმღების შესახებ ინფორმაცია. საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების შემთხვევაში, დანარჩენი ველები ივსება ავტომატურად, სხვა შემთხვევაში უნდა შეივსოს ყველა დანარჩენი ველი, გარდა საიდენტიფიკაციო ნომრისა; ბ.გ) „გადამზიდავი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 12) – საიდენტიფიკაციო ნომერი – გადამზიდავის ს/ნ; დასახელება – გადამზიდავის დასახელება; ბ.დ) „მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარეები“ ((საბეჭდი ვერსიის გრაფა 13 14) – საიდენტიფიკაციო ნომერი – მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ე) „მონაწილეთა როლი“ – მიწოდების ჯაჭვში ჩართული მხარის შესაბამისი როლი ჩამოსაშლელი სიიდან; გ) გრაფაში 8.3. „ინფორმაცია ტრანსპორტზე“ ველები: გ.ა) „კონტეინერის აღმნიშვნელი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 19 01) – არსებობის შემთხვევაში ვუთითებთ „YES” და გრაფა 8.3.5-ში გააქტიურდება კონტეინერის ნომრის ჩასაწერი ველი. არარსებობის შემთხვევაში ვუთითებთ „NO“; გ.ბ) „ტრანსპორტი ქვეყანაში“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 19 04) – ვუთითებთ ტრანსპორტის სახეს, რომლითაც გადაადგილდება საქონელი საზღვრამდე; გ.გ) „ტრანსპორტი საზღვარზე“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 19 03) – ვუთითებთ ტრანსპორტის სახეს, რომლითაც საქონელი წარედგინება საზღვარზე; გ.დ) „სატრანსპორტო საშუალება გაგზავნის ადგილას“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 19 05): გ.დ.ა) „იდენტიფიკაციის ტიპი“ – ვუთითებთ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის კლასიფიკატორს; გ.დ.ბ) „იდენტიფიკაციის ნომერი“ – ვუთითებთ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს; გ.დ.გ) „რეგისტრაციის ქვეყანა“ – ვუთითებთ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანას; გ.ე) „მოქმედი სასაზღვრო სატრანსპორტო საშუალებები“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 19 08) – ივსება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი ინფორმაცია და გრაფაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც საქონელი წარედგინება საზღვარზე (მაგალითად, თუ საზღვრიდან საქონელი გადაადგილდება საზღვაო ტრანსპორტით, მიეთითება მონაცემები გემის შესახებ): გ.ე.ა) „იდენტიფიკაციის ტიპი“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის კლასიფიკატორი; გ.ე.ბ) „იდენტიფიკაციის ნომერი“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი; გ.ე.გ) „რეგისტრაციის ქვეყანა“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა; გ.ე.დ) „სასაზღვრო საბაჟო ოფისი“ – გამოიყენება სასაზღვრო საბაჟო კლასიფიკატორი; გ.ე.ე) „გადაზიდვის საცნობარო ნომერი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 19 02) – მიეთითება გადაზიდვის საცნობარო ნომერი; გ.ვ) „მძღოლები“: გ.ვ.ა) „სახელი და გვარი“ – ეთითება მძღოლის სახელი და გვარი; გ.ვ.ბ) „იდენტიფიკაციის ნომერი“- მიეთითება მძღოლის პირადი ან პასპორტის ნომერი; გ.ვ.გ) „რეგისტრაციის ქვეყანა“ – მიეთითება მძღოლის სამგზავრო დოკუმენტის რეგისტრაციის ქვეყანა; გ.ზ) საიდენტიფიკაციო საშუალებები: გ.ზ.ა) „ლუქის ნომერი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 19 10) – მიეთითება ლუქის ნომერი. თუ რამდენიმე ლუქი გვაქვს, „დამატება“ ღილაკით დავამატებთ; გ.ზ.ბ) „ტვირთის საცნობარო ნომერი“ – მიეთითება, რომელი პოზიციის საქონელია დალუქული ზემოაღნიშნული ლუქით. თუ ერთი საქონელია მხოლოდ დეკლარირებული, ეთითება 1, თუ 2 საქონელია დალუქული, აღნიშნული ლუქით ეთითება 1 და 2 ცალ-ცალკე; გ.თ) „ჩატვირთვის ადგილი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 16 13): გ.თ.ა) UN LOCODE – გაეროს სავაჭრო და სატრანსპორტო ადგილმდებარეობის კოდი ISO 3166 სტანდარტის შესაბამისად – ჩამოსაშლელი ველიდან მიეთითება ადგილმდებაროების შესაბამისი კოდი; გ.თ.ბ) „ქვეყანა“ – ქვეყანა, სადაც საქონელი ჩაიტვირთა; გ.თ.გ) „ადგილმდებარეობა“ – კონკრეტული ადგილი, სადაც მოხდა მანქანაში საქონლის ჩატვირთვა; გ.ი) „ტვირთის განთავსების ადგილი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 16 15) – მიეთითება ადგილი, სადაც საერთო ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენის მომენტში განთავსებულია საქონელი მასზე კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, ველებში: გ.ი.ა) „ადგილმდებარეობის ტიპი“ – მიეთითება ადგილმდებარეობის შესაბამისი ტიპი ჩამოსაშლელი სიიდან; გ.ი.ბ) „იდენტიფიკაციის ტიპი“ – მიეთითება იდენტიფიკაციის შესაბამისი ტიპი ჩამოსაშლელი სიიდან, რა დროსაც აქტიურდება დამატებითი ველები და ივსება შესაბამისი ინფორმაცია. მიეთითება საბაჟო („customsOfficeIdentifier“), თუ სატრანსპორტო საშუალების წარდგენა (დალუქვა, კონტროლის განხორციელება) ხორციელდება საბაჟოში და შემდეგ გააქტიურებულ ველში „საცნობარო ნომერი“ მიეთითება შესაბამისი კოდი, ხოლო თუ წარდგენა (დალუქვა, კონტროლის განხორციელება) ხორციელდება შეთანხმებულ (ავტორიზებულ) ადგილას, მიეთითება უფლებამოსილების (ავტორიზაციის) დამადასტურებელი ნომერი („authorisationNumber“), რის შემდეგაც გააქტიურებულ ველში „ავტორიზაციის ნომერი“ აღვნიშნავთ შესაბამის ნომერს. 10. განყოფილება 9 „დოკუმენტები“ (განყოფილების ბოლოს შესაძლებელია დოკუმენტების ატვირთა): ა) გრაფა 9.1. „წინმსწრები დოკუმენტი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 12 01) – გარაფა ივსება წინმსწრები დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება: ა.ა) „წინმსწრები დოკუმენტის ტიპი“ – ჩამოსაშლელი სიიდან მიეთითება შესაბამისი წინმსწრები დოკუმენტის კლასიფიკატორი; ა.ბ) „საცნობარო ნომერი“ – მიეთითება წინმსწრები დოკუმენტის საცნობარო ნომერი; ა.გ) „ინფორმაციის დამატება“ – მიეთითება დამატებითი ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ; ბ) გრაფა 9.2. „თანმხლები დოკუმენტი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 12 03) კონვენციის შესაბამისი კლასიფიკატორების გამოყენებით მიეთითება თანმხლები დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია: ბ.ა) „პოზიცია სასაქონლო პარტიაში“ – დეკლარაციაში სასაქონლო პარტიის პოზიცია; ბ.ბ) „თანმხლები დოკუმენტის ტიპი“ – ჩამოსაშლელი სიიდან მიეთითება შესაბამისი თანმხლები დოკუმენტის კლასიფიკიატორი; ბ.გ) „საცნობარო ნომერი“ – მიეთითება თანმხლები დოკუმენტის საცნობარო ნომერი; ბ.დ) „ინფორმაციის დამატება“ – მიეთითება დამატებითი ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ; გ) გრაფა 9.3. „სატრანსპორტო დოკუმენტი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 12 05) – კონვენციის შესაბამისი კლასიფიკატორების გამოყენებით მიეთითება ინფორმაცია სატრანსპორტო დოკუმენტების შესახებ: გ.ა) „სატრანსპორტო დოკუმენტის ტიპი“- ჩამოსაშლელი სიიდან მიეთითება შესაბამისი სატრანსპორტო დოკუმენტის კლასიფიკიატორი; გ.ბ) „საცნობარო ნომერი“ – მიეთითება სატრანსპორტო დოკუმენტის საცნობარო ნომერი; დ) გრაფა 9.4. „დამატებითი საცნობარო ნომერი“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 12 04) – გრაფა ივსება დამატებითი საცნობარო (რეგისტრაციის) ნომრის მითითების საჭიროების შემთხვევაში და მიეთითება „ტიპი“ დოკუმენტის ტიპი ჩამოსაშლელი ველიდან და „საცნობარო ნომერი“; ე) გრაფა 9.5. „დამატებითი ინფორმაცია“ (საბეჭდი ვერსიის გრაფა 12 02) – გრაფა ივსება ინფორმაციის დამატებითი მითითების საჭიროების შემთხვევაში და მიეთითება „კოდი“ დამატებითი ინფორმაციის შესაბამისი კლასიფიკატორის ჩამოსაშლელი ველიდან და ველში „ტექსტი“ – მიეთითება შესაბამისი ინფორმაცია. 11. ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისა და შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენის შემდეგ, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ გენერირდება ტრანზიტის დეკლარაციის ფორმის საბეჭდი ვერსია – ტრანზიტის თანმხლები დოკუმენტის სახით (დანართი №20-I-04).“; ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება ტრანზიტის, გარე გადამუშავების, ექსპორტის პროცედურებისა და რეექსპორტის განხორციელებისას 1. მესამე ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით: ა) საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით საქონლის გადაადგილება ხორციელდება „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებზე დამატებით „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენებით; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებით საქონლის გადაადგილება ასევე შესაძლებელია „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენებით. 2. ექსპორტის/გარე გადამუშავების პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან მისი გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით საავტომობილო/საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილებისას, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე შევსებულია საბაჟო დეკლარაცია ან რეექსპორტის დეკლარაცია/რეექსპორტის შეტყობინება. 3. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება სავალდებულო არ არის.“; ზ) №20-I-03 დანართის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №20-I-04 („ტრანზიტის დეკლარაცია“). |
| მუხლი 2 |
„ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული „აუდიტორული დასკვნის“ წარდგენის ვალდებულება „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით დაშვებულ პირებს წარმოეშობათ 2025 წლის 15 სექტემბრიდან. |
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 15 მაისიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები