„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 30/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017539
352
29/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
230210000.22.033.017539
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №352

2021 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე დაუშვებელია იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა ან/და საქონლის ჩამოტვირთვა.

12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო კონტროლის ზონაში ან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ განლაგებულ საბაჟო საწყობში წარდგენისას, საბაჟო საწყობი ვალდებულია, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე აღრიცხოს და საბაჟო ორგანოს, მასთან შეთანხმებული ფორმით, ელექტრონულად მიაწოდოს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მონაცემები.“.

ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება მოწმობით გადაადგილებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ან მოწმობით გადაადგილებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში წარდგენა და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R“. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწმობის „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დოკუმენტის მონაცემებს:

ა.ა) გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში);

ა.ბ) გზათსარგებლობის საფასურის ბარათი;

ა.გ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ პუნქტში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურში/კომპლექსში გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში).“.

2. „ტრანზიტის პროცედურის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ  სეს ესნ-ის 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებული საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო კონტროლის ზონაში ან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადმოტვირთვა დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის ბარათის ან გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესაბამისი საბაჟო საწყობისათვის წარდგენამდე.“.

3. „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება), სეს ესნ-ის 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო კონტროლის ზონაში ან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ განლაგებულ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადმოტვირთვა დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის ბარათის ან გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესაბამისი საბაჟო საწყობისათვის წარდგენამდე.“.

4. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „522“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „600“ კოდის გრაფა:

600

გზათსარგებლობის საფასურის ბარათი/გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი/გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 დეკემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი