დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 51 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/02/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017661 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):
1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას/რეექსპორტის დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას, ან საფოსტო გზავნილის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი.“. 2. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი, ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული, ან საფოსტო გზავნილებით შემოტანილი, სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 200 00, 3403 19 800 00, 3403 99 000 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არაუმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები