„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017643
430
28/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
230210000.22.033.017643
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №430

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებული ნიშანდების შესახებ მონაცემები დააფიქსიროს რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობაში ან ელექტრონულად შევსებულ მოწმობაში, ასევე TIR წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – მატერიალური TIR წიგნაკის საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებელ მოსახევ ფურცელსა და ყუაზე ან ელექტრონული TIR წიგნაკის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო ATA წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – ასევე ATA წიგნაკის ყდისა და შესაბამისი ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) უკანა გვერდზე მითითებული, საქონლის საერთო ჩამონათვალის მე-7 გრაფაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის დათვალიერების შედეგად საქონლის შეუსაბამობა არ გამოვლინდა, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს ხელახალ ნიშანდებას და აკეთებს აღნიშვნას თავის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში, ასევე TIR წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – მატერიალური TIR წიგნაკის შესაბამის მოსახევ ფურცელსა და ყუაზე ან ელექტრონული TIR წიგნაკის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო ATA წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – ასევე ATA წიგნაკის ყდისა და შესაბამისი ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) უკანა გვერდზე მითითებული, საქონლის საერთო ჩამონათვალის მე-7 გრაფაში. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ნიშანდებას და მოწმობით ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე, სადაც განხორციელდება საქონლის დათვალიერება.“.

2. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-7 მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისათვის TIR წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში:

ა.ა) პირველ განყოფილებაში მიეთითება TIR წიგნაკის სერია და ნომერი (სასვენი ნიშნების, შორისის და დეფისის გარეშე);

ა.ბ) მეორე განყოფილებაში – მატერიალური TIR წიგნაკის იმ მოსახევი ფურცლის რიგითი ნომერი (მითითებულია ფურცლის მარცხენა კიდეზე წითელი შრიფტით PAGE), რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლზე აყვანა;

ა.გ) მესამე განყოფილებაში – მატერიალური TIR წიგნაკის ყდის მე-2 და მე-3 გრაფების ან მოსახევი ფურცლის მე-4 გრაფაში დასმული, ან ელექტრონულ TIR წიგნაკში მითითებული სატრანსპორტო ფირმის ასოითი კოდი;“;

ბ) მე-17 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში გამგზავნი საბაჟო ორგანო ან სისტემაში დაშვებული პირი უზრუნველყოფს TIR წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად შეტანას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში. მატერიალური TIR წიგნაკის შესაბამის (თეთრ და მწვანე) ფურცლებზე და ყუაზე აღინიშნება „eCustoms“-ის მიერ მინიჭებული „D“ ნომერი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მონაცემთა დადასტურების მიზნით, აწერს ხელს, მიუთითებს შევსების თარიღს და სვამს პირადნომრიან ბეჭედს ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალ ბეჭედს.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტების მოქმედება (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, მოწმობის ელექტრონული ფორმატის „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის მონაცემების მითითების წესისა) არ ვრცელდება ელექტრონული TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოს არ წარედგინება TIR წიგნაკი მატერიალური ფორმით და ელექტრონული TIR წიგნაკის რეგისტრაცია, კონტროლზე აყვანა და კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამის სისტემაში ინფორმაციის ასახვით.“;

გ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ელექტრონული TIR წიგნაკით გადაადგილებული, წინასწარ დეკლარირებული საქონლის (მათ შორის, ოქროს სიის მონაწილის კუთვნილი) საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაშვების შემთხვევაში, როდესაც საბაჟო გამშვები პუნქტი უზრუნველყოფს TIR წიგნაკის მონაცემების შეტანას შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.“.

3.საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) დანართი №8-III-02  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №8-III-02

 

საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი

დოკუმენტის დასახელება

დოკუმენტის №

ფურცლების რაოდენობა

შენიშვნა

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

 

 

 

ხელშეკრულება

 

 

 

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)

 

 

 

სატრანსპორტო ზედნადები (CMR)

 

 

 

სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი

 

 

 

კონოსამენტი

 

 

 

მანიფესტი

 

 

 

შეფუთვის ფურცელი

 

 

 

TIR წიგნაკი

 

 

 

წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

საბანკო გარანტია

 

 

 

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

 

 

 

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

 

 

 

გარანტიის სახით უძრავი ქონების იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

 

 

იპოთეკის ხელშეკრულება

 

 

 

საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება

 

 

 

წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

 

ექსპერტიზის დასკვნა

 

 

 

სხვა დოკუმენტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფურცლების რაოდენობა სულ –

 

 

დოკუმენტების წარმომდგენი პირის:

1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------

2. პირადი ნომერი --------------------------

3. ხელმოწერა -------------------------- “;

 

ბ) დანართი №8-III-04 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №8-III-04

 

საბაჟო ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი

დოკუმენტის დასახელება

დოკუმენტის №

ფურცლების

რაოდენობა

შენიშვნა

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

 

 

 

ხელშეკრულება

 

 

 

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)

 

 

 

სატრანსპორტო ზედნადები (CMR)

 

 

 

სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი

 

 

 

კონოსამენტი

 

 

 

მანიფესტი

 

 

 

შეფუთვის ფურცელი

 

 

 

TIR წიგნაკი

 

 

 

წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

საბანკო გარანტია

 

 

 

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

 

 

 

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

 

 

 

გარანტიის სახით უძრავი ქონების იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

 

 

იპოთეკის ხელშეკრულება

 

 

 

საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება

 

 

 

წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

 

ექსპერტიზის დასკვნა

 

 

 

სხვა დოკუმენტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფურცლების რაოდენობა სულ –

 

 

 საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი-

     1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------

     2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------

     3. საბაჟო ორგანო ს მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო

     20 წელი ----სთ.-----წთ.

     4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა --------------“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი