„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017512
256
29/09/2021
ვებგვერდი, 30/09/2021
230210000.22.033.017512
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №256

2021 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა – მხოლოდ:

გ.ა) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად. საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფის შემთხვევაში, საბაჟო საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისას;

გ.ბ) შიდა გადამუშავებისას;“;

ა.ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. შიდა გადამუშავებისას ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს განცხადებასთან ერთად წარედგინება ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა.

12. უძრავი ქონების იპოთეკის უფლება ძალაში შედის მარეგისტრირებელ ორგანოში (საჯარო რეესტრში) რეგისტრაციის მომენტიდან.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შიდა გადამუშავებისას ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობას.“.

2.საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) გარანტია, ამ ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

ბ) დანართი №8-III-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) დანართი №8-III-04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „043“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „044“ კოდის გრაფა:

044

გარანტიის სახით უძრავი ქონების იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.