დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 243 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/09/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017506 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) დანართი №8-VI-01-ით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ III ნაწილის („III. ინფორმაცია საქონლის შესახებ“) მე-3 პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ვარსკვლავით (*) მონიშნული გრაფები ივსება მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირების შემთხვევაში; ამასთან, გრაფაში „*საქონლის წარმომავლობა და მიზნობრიობა“ მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა.ა) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების წარმომავლობა და საზღვარგარეთ ფიზიკური პირის საქმიანობის სფერო (დეტალური აღწერით); ა.ბ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების მიზნობრიობა, კერძოდ, რა მიზნით ხორციელდება აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება; ა.გ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის შემოტანისას – საქართველოში ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის დეტალური აღწერა (მათ შორის, საქმიანი პარტნიორების (სამეწარმეო ინტერესით დაკავშირებული პირები) საიდენტიფიკაციო მონაცემების სრულად მითითებით); ა.დ) საქართველოში ყოფნის დაგეგმილი ხანგრძლივობა, საცხოვრებელი მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში); ა.ე) ფიზიკური პირის მიერ წინა პერიოდში ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირების შემთხვევაში – მათი გამოყენების მიზნობრიობა, კერძოდ, რა მიზნითა და რა დანიშნულებით მოხდა მათი განკარგვა.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები