დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017955 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ: ი.ა) ნავთობის ან/და ნედლი ნავთობის მიმართ შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას; ი.ბ) ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შერევის (კომპაუნდირების) მიზნითა და გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას.“. 2. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6): ა) მე-2 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა წარედგინოს საზღვაო გზით შემოტანილი, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვიდან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი ვრცელდება აგრეთვე ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ნავთობის, ნედლი ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების საბაჟო საწყობში განთავსებაზე. ამასთან, ასეთი საქონლის საბაჟო საწყობში განთავსებისას დეკლარანტი ვალდებულია, საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციის შევსებამდე უზრუნველყოს საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის შედგენა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.“. 3. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა: ბ.ა) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე; ბ.ბ) ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის კუთვნილ, სეს ესნ-ის 2709, 2710 12 110 00, 2710 12 150 00, 2710 12 900 00, 2710 19 110 00, 2710 19 150 00, 2710 19 310 00, 2710 19 350 00, 2710 19 510 00, 2710 19 550 00, 2710 19 620 00, 2710 19 660 00, 2710 19 670 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებულ საქონელზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები