დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 74 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017806 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ დანართის მიზნებისათვის, ტრანზიტის პროცედურის მფლობელი არის პირი (დეკლარანტი ან ირიბი წარმომადგენელი), რომელიც წარადგენს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებულ ტრანზიტის დეკლარაციას.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2 „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებას, დეკლარანტის მოთხოვნით, საბაჟო ორგანო ახორციელებს იმ შემთხვევებში, როდესაც ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია/რეექსპორტის დეკლარაცია შევსებულია საბაჟო ორგანოს მიერ. 3. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი უფლებამოსილია, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შეავსოს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია, თუ: ა) დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით (მათ შორის, ირიბი წარმომადგენლობისას); ბ) გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“.“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას სავალდებულოა საქართველოს რეზიდენტის მიერ გაცემული ან CTC-ის წევრ ქვეყანაში გაცემული გარანტიის წარდგენა.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გარანტიის ოდენობა შეადგენს იმპორტის გადასახდელის შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო სუბპოზიციის შესაბამისი მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.“; დ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადების წარდგენის თვის წინა 12 თვის განმავლობაში განმცხადებლის მიერ საქართველოდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან მისი გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით ან ამ ქვეყნიდან საქართველოს დანიშნულებით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაცია – შესაბამისი იმპორტის გადასახდელის (თანხის, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო სუბპოზიციის შესაბამისი მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას) საშუალო მაჩვენებელი, შესაბამის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების რაოდენობის მიხედვით, და“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები