„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017802
47
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
230210000.22.033.017802
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №47

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):

) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსპორტში, გარე გადამუშავებაში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო საქონლის განმეორებითი/დამატებითი ან/და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

ბ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო ორგანოს მიერ საქონელი დათვალიერდება, თუ სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ ან თუ ექსპორტში/გარე გადამუშავებაში/რეექსპორტში/ტრანზიტში გაშვებული საქონელი, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, დაექვემდებარა განმეორებით/დამატებით ან/და მიზანმიმართულ დათვალიერებას. დათვალიერება ხორციელდება გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად. ამასთან, ერთ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული, ერთი დეკლარაციით წარდგენილი ერთი დასახელების (სეს ესნ-ის 11-ნიშნა კოდის შესაბამისი) საქონლის დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით.“;

გ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. იმ შემთხვევაში, თუ საქონლით დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში აწონვის შედეგად გამოვლინდა, რომ:

ა) დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა) მთლიანი წონა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტში და საქონლის თანმხლებ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ წონათა ჯამს, ხოლო ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მისი მთლიანი წონა (დატვირთულ მდგომარეობაში) 2%-ზე მეტით აღემატება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტში და საქონლის თანმხლებ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ წონათა ჯამს, ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება. როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, შემდგომი საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქონელი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალება გაიშვება გაფორმების საბაჟო ორგანოს დანიშნულებით;

ბ) ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა (დატვირთულ მდგომარეობაში) არაუმეტეს 2%-ით აღემატება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტში და საქონლის თანმხლებ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ წონათა ჯამს, საბაჟო ფორმალობები სრულდება შემდეგი პირობების დაცვით:

ბ.ა) გამგზავნი საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ განისაზღვრება საბაჟო მარშრუტი და საქონლისა და სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის/გამოცხადების ვადა დგინდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით;

ბ.ბ) საქონლისა და სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის/გამოცხადების შემდეგ ხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (დატვირთულ მდგომარეობაში) განმეორებით აწონვა;

ბ.გ) თუ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში განხორციელებული განმეორებითი აწონვის შედეგად:

ბ.გ.ა) დადასტურდა, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა (დატვირთულ მდგომარეობაში) არაუმეტეს 2%-ით აღემატება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტში და საქონლის თანმხლებ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ წონათა ჯამს, ტრანზიტის პროცედურის დასრულებისა და საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის საბაჟო ფორმალობები ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების გარეშე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო იკვეთება საქონლის განმეორებითი/დამატებითი ან/და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარების ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელების საჭიროება);

ბ.გ.ბ) გამოვლინდა, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა (დატვირთულ მდგომარეობაში) 2%-ზე მეტით აღემატება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტში და საქონლის თანმხლებ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ წონათა ჯამს, ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება. როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, შემდგომი საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქონელი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალება გაიშვება გაფორმების საბაჟო ორგანოს დანიშნულებით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის ფარგლებში განხორციელებული აწონვისას გამოვლენილ იქნა, რომ სატრანსპორტო საშუალების თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამასთან, თუ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ უზრუნველყოფილ იქნება მასის დადგენილი ზღვრის ქვევით შემცირება მისი ტვირთის გადანაწილების გზით, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წონათა ჯამი გამოიანგარიშება გადანაწილების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით.“.

2. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტული გადაადგილების ვადა შეადგენს:

ა) საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – 20 კალენდარულ დღეს;

ბ) სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს;

გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ყოველ 100 კმ-ზე ერთ დღეს, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა.“.

3. „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანზიტული გადაადგილების ვადა შეადგენს:

ა) საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – 20 კალენდარულ დღეს;

ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს;

გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ყოველ 100 კმ-ზე ერთ დღეს, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა.“.

4. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ექსპორტში, გარე გადამუშავებაში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, საქონლის განმეორებითი/დამატებითი ან/და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

ბ) მე-16 მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გრაფა „B“ – გრაფა ივსება გაფორმების საბაჟო ორგანოს ან დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოყენებული საბაჟო კონტროლის ღონისძიების დასრულებას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. ამასთან, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, საქონლის განმეორებითი/დამატებითი ან/და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

გ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრაფა „B“ – გრაფა ივსება საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. ამასთან, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, საქონლის განმეორებითი/დამატებითი ან/და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

დ) 21-ე მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. გრაფა „B“ – გრაფა ივსება საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. ამასთან, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, საქონლის განმეორებითი/დამატებითი ან/და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

ე) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრაფა „B“ – გრაფა ივსება საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი. ამასთან, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, საქონლის განმეორებითი/დამატებითი ან/და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“;

ვ) 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონული სისტემის გამოყენებით შევსებული (მათ შორის, დეკლარაციაზე დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის ელექტრონულად ხელის მოწერით) და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის გამოყენებით – დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. ამასთან, ექსპორტში, გარე გადამუშავებაში, რეექსპორტში ან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის გაშვება არ გამორიცხავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებ(ებ)ის გამო, საქონლის განმეორებითი/დამატებითი ან/და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებას ან/და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი