„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017489
180
21/07/2021
ვებგვერდი, 22/07/2021
230210000.22.033.017489
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №180

2021 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):

1. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი) „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში:

ა.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;

ა.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული ერთზე მეტი გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;

ა.გ) 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის:

ა.გ.ა) მე-14 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული ერთზე მეტი გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;

ა.გ.ბ) მე-7 და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;“;

ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღიდან წინა უწყვეტი 1 წლის განმავლობაში:

1.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით, 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;

1.ბ) იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1 000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;

1.გ) 4 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;“;

ა.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;“;

ა.დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა, რაც ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, თუ:

ე.ა) სტატუსის მაძიებლის მიმართ არ არის დაწყებული გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმე;

ე.ბ) სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში მას აქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოშობილი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას;

ე.გ) სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღისათვის მას არ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სტატუსის მაძიებლის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციიდან გასულია 3 წელზე ნაკლები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები მოწმდება არსებულ პერიოდზე. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები არ მოწმდება სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღიდან წინა უწყვეტ 1 წელზე მეტ პერიოდზე.“;

დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემოწმებისას/კონტროლისას, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს და გაითვალისწინოს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი აუდიტორული დასკვნა. აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ჩატარების შედეგად მინიჭებული პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ და ფინანსური მდგრადობის მიზნებისთვის ფინანსურად მდგრადად ჩაითვლება სუბიექტი, რომლის უახლოეს ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემულია აუდიტორული დასკვნა, რომელშიც გამოთქმულია არამოდიფიცირებული მოსაზრება.“.

2. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვეღარ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს შეაჩერებს 1 წლის ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში, სტატუსშეჩერებული პირის მხრიდან აღარ ექნება ადგილი ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა1“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე აღუდგენს შეჩერებულ სტატუსს.“.

3. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამოვლენისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება)“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის პირს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 45 კალენდარული დღის ვადა საგადასახადო დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ამ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება), მიიღება გადაწყვეტილება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.