„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017379
245
05/10/2020
ვებგვერდი, 06/10/2020
230210000.22.033.017379
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №245

2020 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1.  „გარანტიის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №4):

ა) პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დეპოზიტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში (სახელმწიფო ხაზინაში) შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302002000) გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტი) შეტანა, რაც დასტურდება სახელმწიფო ხაზინის ცნობით;“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საერთო გარანტიის წარდგენა, მისი ოდენობის განსაზღვრა და შემცირება

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, საერთო გარანტიის წარდგენის უფლება უნდა მიეცეს იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) იგი არის საქართველოში დაფუძნებული პირი;

ბ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს;

გ) იგი მუდმივად სარგებლობს საბაჟო პროცედურით, ან აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა, ან აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

2. საერთო გარანტია წარედგინება ორ ან მეტ ისეთ ოპერაციაზე, საბაჟო დეკლარაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე, რომელთა მიმართაც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება.

3. საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის დაფარვას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. საერთო გარანტიის თანხის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) თუ საერთო გარანტია წარედგინება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის ზუსტი ოდენობის დადგენა გარანტიის მოთხოვნის მომენტისთვის შესაძლებელია – საერთო გარანტიის თანხის ოდენობა არ უნდა იყოს შესაბამის იმპორტის გადასახდელის თანხაზე ნაკლები;

ბ) თუ საერთო გარანტია წარედგინება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის ზუსტი ოდენობის დადგენა გარანტიის მოთხოვნის მომენტისთვის შეუძლებელია ან რომლის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია/შეიძლება წარმოიშვას და რომლის ოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, საერთო გარანტიის თანხის ოდენობა განისაზღვრება დეკლარანტის განცხადების საფუძველზე;

გ) თუ საერთო გარანტია წარედგინება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას და პირი წარადგენს განცხადებას საერთო გარანტიის ოდენობის შემცირების მოთხოვნით, საერთო გარანტიის საორიენტაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება:

გ.ა) განცხადების წარდგენის თვის წინა 12 თვის განმავლობაში განმცხადებლის მიერ კონკრეტულ საბაჟო პროცედურაში მოქცეული, შესაბამისი საქონლის შესახებ ინფორმაცია  – შესაბამისი იმპორტის გადასახდელ(ებ)ის (მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით) საშუალო მაჩვენებლი, საბაჟო დეკლარაციების რაოდენობის მიხედვით, და

გ.ბ) განმცხადებლის მიერ დაგეგმილი, საერთო გარანტიის მოქმედების პერიოდში ერთდროულად განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების მოცულობა (მათ შორის, განმცხადებლის კომერციულ დოკუმენტებზე და ანგარიშებზე დაყრდნობით).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) პირს მიეცემა უფლება, საერთო გარანტია, ამ მუხლის მე-4 პუქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საორიენტაციო თანხის 50 პროცენტამდე შემცირებული ოდენობით წარადგინოს, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ საერთო გარანტია სრული ოდენობითაა წარდგენილი;

ბ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელი გათავისუფლდება საერთო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

6. გარანტიის წარმდგენი/დეკლარანტი ვალდებულია აცნობოს საბაჟო ორგანოს, თუ წარდგენილი საერთო გარანტიის თანხა არ არის საკმარისი შესაბამისი საბაჟო ოპერაციის, პროცედურის ან ფორმალობის დროს წარმოშობილი ან წარმოსაშობი შესაბამისი ვალდებულებების დასაფარად.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის (დეპოზიტის გარდა) მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. გარანტიის სახით დეპოზიტის წარდგენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა პირს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

2. საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცევისას, საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელის თანხის შესაბამისი გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.