დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 427 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017278 |
427
31/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
230210000.22.033.017278
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით წარედგინება შემოსავლების სამსახურსა და სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს.“. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადასტურებული და უარყოფილი „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინებები“ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამის საქონელთან მიმართებაში. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები