დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017828 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას ცვლილება და „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):
1. მე-7 მუხლის 23-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ.ო“ და „ბ.გ.პ“ ქვეპუნქტები: „ბ.გ.ო) „XRS14“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში; ბ.გ.პ) „XRS15“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;“. 2. მე-14 მუხლის 22-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) „XRS15“ − საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები