დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 319 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017414 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-15 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. გრაფა 20 „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-7 ნაწილის შესაბამისად, მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი). საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გრაფის მეორე განყოფილებაში ასევე მიეთითება დანიშნულების პუნქტის გეოგრაფიული დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირდება სასაქონლო პარტია, რომელსაც მიწოდების რამდენიმე (სხვადასხვა) პირობა აქვს, მე-20 გრაფაში აღინიშნება „სხვადასხვა“, ხოლო დეკლარაციის ორივე ეგზემპლარის უკანა მხარეს მიეთითება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის მე-7 ნაწილის შესაბამისად.“. 2. „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11): ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „დანართი №11–01“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის კატეგორიას მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „კ“, „უ“, „ძ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; ამავე მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2804 40 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჟანგბადი; ამავე მუხლის „ქ“, „ღ“, „წ“, „ჭ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ1“ ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებული და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები