„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017745
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
381
18/10/2023
ვებგვერდი, 19/10/2023
230210000.22.033.017745
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2023 - 12/03/2024)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №381

2023 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ (შემოსავლების სამსახურის სპეციალიზებული ვებგვერდი – www.ncts.rs.ge) (შემდგომში – „სატრანზიტო სისტემა (NCTS)“) გამოყენება შესაძლებელია საქართველოდან „ტრანზიტის საერთო პროცედურის შესახებ“ კონვენციის (CTC) წევრი ქვეყნის (შემდგომში – CTC-ის წევრი ქვეყანა) დანიშნულებით ან მისი გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით ან ამ ქვეყნიდან საქართველოს დანიშნულებით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოში დაფუძნებული პირი, რომელსაც გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვების მიზნით, შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს შესაბამის განცხადებას.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებას საბაჟო ორგანო ახორციელებს იმ შემთხვევებში, როდესაც:

ა) ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, პირის/ტრანზიტის პროცედურის მფლობელის მოთხოვნით, შევსებულია საბაჟო ორგანოს მიერ;

ბ) ტვირთის უფლებამოსილი მიმღების დანიშნულებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირების მიზნით, საბაჟო დეკლარაცია, პირის/ტრანზიტის პროცედურის მფლობელის მოთხოვნით შევსებულია საბაჟო ორგანოს მიერ;

გ) რეექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, პირის/ტრანზიტის პროცედურის მფლობელის მოთხოვნით შევსებულია საბაჟო ორგანოს მიერ და საქონლის გამგზავნი წარმოადგენს ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსის მფლობელს;

დ) ტრანზიტისთვის განკუთვნილ საქონელზე შესაბამისი დოკუმენტაცია საბაჟო ორგანოს მიეწოდება წინასწარ, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე.

3. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი უფლებამოსილია, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შეავსოს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია, თუ:          

ა) დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;

ბ) გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“;

გ) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შესავსები ტრანზიტის დეკლარაციის მონაცემები, მისი შევსების, რეგისტრაციის, დადასტურებისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. გარანტია

1. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას სავალდებულოა გარანტიის წარდგენა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. როდესაც „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებას ახორციელებს საბაჟო ორგანო, ტრანზიტის პროცედურის მფლობელი თავისუფლდება გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან, გარდა შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ან/და ნარჩენის/ჯართის ექსპორტისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტია შეიძლება იყოს:

ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით განსახორციელებელი ერთი ტრანზიტული გადაზიდვის მიმართ ვალდებული ტრანზიტის პროცედურის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოსაშობ ვალდებულებებზე;

ბ) საერთო, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, რომლითაც უზრუნველყოფილია „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“) გამოყენებით განსახორციელებელი ორი ან მეტი ტრანზიტული გადაზიდვის მიმართ ვალდებული ტრანზიტის პროცედურის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოსაშობ ვალდებულებებზე.

4. საერთო გარანტიის წარდგენის უფლება უნდა მიეცეს ტრანზიტის პროცედურის მფლობელს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) არის საქართველოში დაფუძნებული პირი;

ბ) აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, ამავე მუხლის მე-3–მე-6 პუნქტებით წარმოდგენილი დათქმების გათვალისწინებით;

გ) რეგულარულად სარგებლობს ტრანზიტის საბაჟო პროცედურით ან აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

5. ტრანზიტის პროცედურის მფლობელს მიეცემა უფლება, საერთო გარანტია წარადგინოს ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საორიენტაციო თანხის:

ა) 50 პროცენტამდე შემცირებული ოდენობით, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა.ა) პირი იყენებს ისეთ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემას, რომელიც შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან და რომელშიც ინტეგრირებულია აღრიცხვიანობა საბაჟო მიზნებისათვის ან ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;

ა.ბ) მისი ორგანიზაციული სტრუქტურა ხელს უწყობს საქონლის გადაადგილების მართვას, ხოლო შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს პროცედურული უზუსტობებისა და დარღვევების გამოვლენას, პრევენციას და აღმოფხვრას;

ა.გ) მის მიმართ არ არის დაწყებული გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმე;

ა.დ) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ასეთი შემცირების „განაცხადის“ რეგისტრაციის თარიღისათვის არ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება;

ა.ე) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ასეთი შემცირების „განაცხადის“ რეგისტრაციის თარიღიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში მას აქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოშობილი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას;

ბ) 30 პროცენტამდე შემცირებული ოდენობით, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ბ.ა) პირი იყენებს ისეთ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემას, რომელიც შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან და რომელშიც ინტეგრირებულია აღრიცხვიანობა საბაჟო მიზნებისათვის ან ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;

ბ.ბ) მისი ორგანიზაციული სტრუქტურა ხელს უწყობს საქონლის გადაადგილების მართვას, ხოლო შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს პროცედურული უზუსტობებისა და დარღვევების გამოვლენას, პრევენციას და აღმოფხვრას;

ბ.გ) მისი თანამშრომლები ინფორმირებული არიან კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტების თაობაზე საბაჟო ორგანოსათვის დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შესახებ;

ბ.დ) მის მიმართ არ არის დაწყებული გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმე;

ბ.ე) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ასეთი შემცირების „განაცხადის“ რეგისტრაციის თარიღისათვის არ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება;

ბ.ვ) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ასეთი შემცირების „განაცხადის“ რეგისტრაციის თარიღიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში მას აქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოშობილი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას;

გ) 0 პროცენტამდე შემცირებული ოდენობით (გარანტიის წარდგენისგან გათავისუფლება), თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

გ.ა) პირი იყენებს ისეთ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემას, რომელიც შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან და რომელშიც ინტეგრირებულია აღრიცხვიანობა საბაჟო მიზნებისათვის ან ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;

გ.ბ) საბაჟო ორგანოს აქვს წვდომის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირის ბუღალტრულ ჩანაწერებზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – აგრეთვე მის კომერციულ და სხვა სახის ინფორმაციაზე;

გ.გ) მისი ლოგისტიკური სისტემა საქართველოს საქონლისა და უცხოური საქონლის გამიჯვნის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა;

გ.დ) მისი ორგანიზაციული სტრუქტურა ხელს უწყობს საქონლის გადაადგილების მართვას, ხოლო შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს პროცედურული უზუსტობებისა და დარღვევების გამოვლენას, პრევენციას და აღმოფხვრას;

გ.ე) საჭიროების შემთხვევაში, აკრძალვებს ან/და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ პირი იყენებს შესაბამის პროცედურებს, რაც ასევე მოიცავს აღნიშნული საქონლის იდენტიფიცირებისა და სხვა საქონლისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას;

გ.ვ) პირის მიერ უზრუნველყოფილია სააღრიცხვო და სხვა დოკუმენტაციის შენახვის შესაძლებლობა;

გ.ზ) მისი თანამშრომლები ინფორმირებული არიან კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტების თაობაზე საბაჟო ორგანოსათვის დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შესახებ;

გ.თ) პირის მიერ დანერგილია დაცვის სპეციალური მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს კომპიუტერულ სისტემებში უნებართვო შეღწევის თავიდან აცილებას და ინფორმაციის დაცვას;

გ.ი) მის მიმართ არ არის დაწყებული გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმე;

გ.კ) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ასეთი შემცირების „განაცხადის“ რეგისტრაციის თარიღისათვის არ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება;

გ.ლ) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ასეთი შემცირების „განაცხადის“ რეგისტრაციის თარიღიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში მას აქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოშობილი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას;

6. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ენიჭება საერთო გარანტიის 0 პროცენტამდე შემცირებული ოდენობით წარდგენის უფლებამოსილება (გარანტიის წარდგენისგან გათავისუფლება).

7. გარანტიის ოდენობა შეადგენს იმპორტის გადასახდელის შესაბამის  თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

8. საერთო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება საბაჟო ორგანოს მიერ საერთო გარანტიის საორიენტაციო თანხის ოდენობის გაანგარიშებით. აღნიშნულისათვის მხედველობაში მიიღება:

ა) განცხადების წარდგენის თვის წინა 12 თვის განმავლობაში განმცხადებლის მიერ საქართველოდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან მისი გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით ან ამ ქვეყნიდან საქართველოს დანიშნულებით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაცია  – შესაბამისი იმპორტის გადასახდელ(ებ)ის (მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას) საშუალო მაჩვენებელი, შესაბამის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების რაოდენობის მიხედვით, და

ბ) განმცხადებლის მიერ დაგეგმილი, საერთო გარანტიის მოქმედების პერიოდში „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით ერთდროულად განსახორციელებელი გადაზიდვების რაოდენობა (მათ შორის, განმცხადებლის კომერციულ დოკუმენტებზე და ანგარიშებზე დაყრდნობით).

9. თუ საერთო გარანტიის საორიენტაციო თანხის გაანგარიშება გარანტიის მოთხოვნის მომენტისთვის შეუძლებელია ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემების არარსებობის გამო, საერთო გარანტიის თანხის ოდენობა გაიანგარიშება გარანტიის მოქმედების პერიოდში „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით განსახორციელებელ თითოეულ გადაზიდვაზე 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარში ოდენობის გათვლით.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარანტიის გაუქმების  საფუძველია საქართველოს საბაჟო კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

11. გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეგისტრაცია და აღრიცხვა ხორციელდება „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“) გამოყენებით. გარანტიის საბაჟო ორგანომ ტრანზიტის პროცედურის მფლობელს უნდა აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გარანტიის საცნობარო ნომერი;

ბ) დაშვების კოდი, რომელიც დაკავშირებულია გარანტიის საცნობარო ნომერთან. ტრანზიტის პროცედურის მფლობელმა არ უნდა შეცვალოს აღნიშნული დაშვების კოდი.

12. გარანტიის შესახებ სხვა საკითხები რეგულირდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება ტრანზიტის და ექსპორტის პროცედურების განხორციელებისას

1. მესამე ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით საქონლის გადაადგილება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებზე დამატებით „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენებით.

2. ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან მისი გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე შევსებულია ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია.“.

5. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„მუხლი 7. ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის და ტვირთის უფლებამოსილი მიმღების სტატუსები

1. „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შემთხვევაში, ამავე სისტემის მეშვეობით წარდგენილი განცხადების საფუძველზე პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ენიჭება:

ა) ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს საქონელი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე მოაქციოს ტრანზიტის პროცედურაში;

ბ) ტვირთის უფლებამოსილი მიმღების სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მიღებით დაასრულოს ტრანზიტის პროცედურა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატუსი უნდა მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არის საქართველოში დაფუძნებული პირი;

ბ) აცხადებს, რომ რეგულარულად გამოიყენებს „სატრანზიტო სისტემას (NCTS)“;

გ) აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, იმავე მუხლის მე-3 – მე-6 პუნქტებით წარმოდგენილი დათქმების გათვალისწინებით;

დ) აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ე) აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

3. ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი პირს მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  მას აქვს საერთო გარანტიის  (მათ შორის, შემცირებული ოდენობით) წარდგენის უფლება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას .

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატუსების მინიჭების, კონტროლის, შეჩერებისა და გაუქმების საკითხები რეგულირდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) IV თავით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.

5. ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ავტორიზაციის“ მფლობელ ეკონომიკურ ოპერატორს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე მიენიჭება ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის ან/და ტვირთის უფლებამოსილი მიმღების სტატუსი. 

6. „ოქროს სიის“ მონაწილეს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე მიენიჭება ტვირთის უფლებამოსილი მიმღების სტატუსი.“.

მუხლი 2
2024 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ტრანზიტის პროცედურის მფლობელის მიერ „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციის შევსების შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-3 მუხლით გათვალისწინებული ოდენობის გარანტიის წარდგენის ნაცვლად, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს ფიქსირებული საგარანტიო თანხა – 50 ლარის ოდენობით, რომელიც მიიჩნევა ინდივიდუალურ გარანტიად, ან საერთო გარანტიად – თუ ტრანზიტის პროცედურის მფლობელს იმავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად მინიჭებული აქვს საერთო გარანტიის წარდგენის უფლება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი