„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017311
92
06/04/2020
ვებგვერდი, 07/04/2020
230210000.22.033.017311
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №92

2020 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას) შემთხვევაში, თუ:

ა.ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 2-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან

 ბ) მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 10 ლიტრს;

ბ) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ:

ბ.ა) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას (გადაადგილდება დატვირთული) და აღნიშნული დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:

ბ.ა.ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა;

ბ.ა.ბ) ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;

ბ.ა.გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა;

ბ.ა.დ) სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი, ან

ბ.ბ) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 2-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში (გარდა ამ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ან

ბ.გ) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 50 ლიტრს (გარდა ამ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ან

ბ.დ) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება ტრანზიტულად და მის სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 500 ლიტრს;

გ) ავტობუსის შემთხვევაში, თუ:

გ.ა) ავტობუსი ახორციელებს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანას და მის სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება: საქართველოს საბაჟო საზღვრიდან მარშრუტის ბოლო პუნქტამდე გასავლელ 100 კმ-მდე მანძილზე − 50 ლიტრს, ხოლო 100 კმ-ზე მეტ მანძილზე – ყოველ დამატებით 10 კმ-ზე − დამატებით 5 ლიტრს, ან

გ.ბ) ავტობუსის სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 50 ლიტრს.

შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ასრულებს ტრანზიტით გადაადგილებას, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ან „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.

2. ამ პუნქტის „ა.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტების გამოყენებისას მხედველობაში მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და მისი გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემოსვლების რაოდენობა.

3. ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ტერმინი „ავტობუსი“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება (M2 და M3 კატეგორიები).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.