„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017567
78
18/03/2022
ვებგვერდი, 18/03/2022
230210000.22.033.017567
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №78

2022 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-23 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების შედეგები ფორმდება „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტით“ (დანართი №2-III-01), გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 – მე-8 პუნქტები:

„6. თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების შედეგები ფორმდება „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტით“ (დანართი №2-III-02), თუ საქონლის შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში დათვალიერების შედეგად აღმოჩნდება, რომ თამბაქოს ნაწარმზე არ არის განხორციელებული აქციზური მარკებით ნიშანდება და სამედიცინო გაფრთხილების დატანა, ხოლო პირი განაცხადებს, რომ „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის N150 დადგენილებისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება 2022 წლის 1 მაისამდე ან/და სამედიცინო გაფრთხილების თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად სტიკერის სახით დაკვრა 2022 წლის 1 სექტემბრამდე უნდა განახორციელოს პოლიეთილენის საფარველის გარედან, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. პირის განცხადების შესახებ ინფორმაცია მიეთითება „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის“ (დანართი №2-III-02) მე-11 („შენიშვნების“) გრაფაში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას ექვემდებარება ხელახალ დათვალიერებას ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად და დათვალიერების შედეგები ფორმდება „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტის“ (დანართი №2-III-01) შევსებით.

8. თუ საქონლის შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში დათვალიერების შედეგად აღმოჩნდება, რომ თამბაქოს ნაწარმზე განხორციელებულია მხოლოდ აქციზური მარკებით ნიშანდება, დათვალიერების შედეგები ფორმდება „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტის“ (დანართი №2-III-01) ნაწილობრივ (შესაბამისი გრაფების) შევსებით, ხოლო იგივე საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას ექვემდებარება ხელახალ დათვალიერებას ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად და დათვალიერების შედეგები ფორმდება ახალი „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტის“ (დანართი №2-III-01) შევსებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი