დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 471 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017773 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-6 მუხლის:
1. მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) საბაჟო საწყობიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან პირიქით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის დანიშნულებით, ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ერთი პირის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს შორის საქონლის გადაადგილებისას – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს;“. 2. 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. საბაჟო საწყობიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან პირიქით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის დანიშნულებით, ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ერთი პირის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს შორის საქონლის გადაადგილებისას შევსებული მოწმობის რეგისტრაცია „eCustoms“-ის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები