„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017528
306
19/11/2021
ვებგვერდი, 22/11/2021
230210000.22.033.017528
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №306

2021 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან №1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას) შემთხვევაში, თუ:

ა.ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 2-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან

ა.ბ) ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 10 ლიტრს;

ბ) დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულის გარდა) შემთხვევაში, რომლითაც ხორციელდება ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, თუ:

ბ.ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 2-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან

ბ.ბ) ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 200 ლიტრს;

გ) დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულის გარდა) შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 50 ლიტრს;

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომლითაც ხორციელდება ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა;

ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 500 ლიტრს;

ვ) ავტობუსის შემთხვევაში, თუ:

ვ.ა) ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 50 ლიტრს, ან

ვ.ბ) ავტობუსი ახორციელებს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანას და ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება: საქართველოს საბაჟო საზღვრიდან მარშრუტის ბოლო პუნქტამდე გასავლელ 100 კმ-მდე მანძილზე − 50 ლიტრს, ხოლო 100 კმ-ზე მეტ მანძილზე – ყოველ დამატებით 10 კმ-ზე − დამატებით 5 ლიტრს.

შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ასრულებს ტრანზიტით გადაადგილებას, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამავე პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.

2. ამ პუნქტის „ა.ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტების გამოყენებისას მხედველობაში მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და მისი გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემოსვლების რაოდენობა.

3. ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ტერმინი „ავტობუსი“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება (M2 და M3 კატეგორიები).

4. ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა უნდა დასტურდებოდეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:

ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა;

ბ) ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;

გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა;

დ) სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა არ დასტურდება ამ შენიშვნის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენით, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამავე პუნქტის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი