დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017923 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8): ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემთხვევაში: ჯ.ა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამის ბიოდეგრადირებად ან/და კომპოსტირებად პარკებზე: ჯ.ა.ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები; ჯ.ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ჯ.ბ) ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტის შესაბამის ბიოდეგრადირებად ან/და კომპოსტირებად პარკებზე – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ჯ.გ) ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტის შესაბამის ბიოდეგრადირებად ან/და კომპოსტირებად პარკებზე – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ბ) 171 მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ა) საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფები 1, 49, 53 და D ივსება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად, ხოლო 2, 3, 5, 6, 7, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 15ბ, 16, 17, 17ა, 17ბ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34ა, 34ბ, 35, 38, 40, 41, 42, 43, 45, 46, 50, 54, A, B და C – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად;“; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) გრაფა 9 „ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც მე-8 გრაფა შევსებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.გ“ – ბ.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და მიეთითება დეკლარანტის საბაჟო წარმომადგენლის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი და სახელწოდება ან სახელი, გვარი;“; ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „75“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვას და ჩაიწერება შესაბამისი საბაჟო პროცედურის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი „79“. თუ საბაჟო პროცედურა ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“;“. 2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-10 ნაწილის (საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი) „490“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები