„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017688
160
16/05/2023
ვებგვერდი, 17/05/2023
230210000.22.033.017688
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №160

2023 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):

ა) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანილი და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით ტრანზიტში დეკლარირებული და ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობში მიღებული საქონლის წონის/რაოდენობის დადგენისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ხელმძღვანელობს დეკლარირებისას წარმოდგენილი, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ითა და ელექტრონული კონტროლის საშუალებით ტრანზიტში მოქცეული საქონლის ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში მიღებისას შედგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტით.“;

ბ) 33-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დასაშვებია, ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდეს:

ა) საყარი ტვირთები (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ჯართი, ცოცხალი ცხოველები, მცენარეები, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთები, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას;

ბ) სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით ტრანზიტში მოქცეული, ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით გადაადგილებული, აგრეთვე ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული და ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან რკინიგზით გადაადგილებული ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრა (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონები (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზები (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილები, ალუმინის სხმულები (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინი (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა);

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანილი, ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული და რკინიგზით გადაადგილებული ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი.“.

2. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, დროებით შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლისა, როდესაც საბაჟო დეკლარაციას მინიჭებული აქვს შეფასების ნომერი.“;

ბ)  მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის „.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ1) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლის გადამაადგილებელი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება ან/და კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ნიშანდებულია იდენტიფიკაციის საშუალებით (ლუქით) და საბაჟო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვალიერება) შემთხვევაში, მიეთითება „იხ. უკანა გვერდზე“, ხოლო მოწმობის უკანა გვერდზე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერ(ებ)ი;“;

გ) მე-20 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის  სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით ტრანზიტში დეკლარირებისას სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში გადამზიდავის მიერ შეიტანება ინფორმაცია: გამოყენებული საბაჟო პროცედურის, დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონის, საქონლის დასახელებისა და რაოდენობის, გემის, ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების შევსებას ახორციელებს გადამზიდავი, ხოლო რეგისტრაციას – საბაჟო ორგანო, თუ გადამზიდავის მიერ სრულყოფილად იქნება წარდგენილი ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.

3. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა) ან დამოწმებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) ან საბაჟო დეკლარაცია/რეექსპორტის დეკლარაცია ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალება (გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებულ საქონელზე რეგისტრირებული სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებისა) ჩაითვლება დროებით შენახვის დეკლარაციად:

ა) აღრიცხვის მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვისას, როდესაც საქონელი არ ჩამოიტვირთება სატრანსპორტო საშუალებიდან;

ბ) აღრიცხვის მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებული იმ საქონლის დროებით შენახვისას, რომელიც საბაჟო საწყობში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის 30-დღიანი ვადა;

გ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში ან გარე გადამუშავებაში ან საბაჟო საწყობის პროცედურიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას, ან რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას;

დ) საზღვაო გზით შემოტანილი და აღრიცხვის მოწმობის გამოწერით ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის დროებით შენახვისას.“.

4. „ტრანზიტის პროცედურიშესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) – ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ე“, „ა.ზ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა შემთხვევებში;“;

ა.ბ) „ა.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“ ქვეპუნქტი:

„ა.ზ) სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანილი საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) შემთხვევაში, თუ შესრულდება შემდეგი პირობები:

ა.ზ.ა) სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების შევსებისას წარდგენილ იქნება:

ა.ზ.ა.ა) საქონლის მთლიანი რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტი;

ა.ზ.ა.ბ) სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის ჩატვირთვისას (იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ჩატვირთვა ხორციელდება რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებაში, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთულ საქონელთან მიმართებაში) შედგენილი აწონვის ქვითარი ან სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტი;

ა.ზ.ბ) აღნიშნული საქონლის ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში მიღებისას (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სასაქონლო პარტიის შემთხვევაში, ბოლო პარტიის მიღებისას) განხორციელდება საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტის საბაჟო ორგანოში წარდგენა.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გემიდან საქონლის გადმოტვირთვის ოპერაციები ხორციელდება ნაწილ-ნაწილ, ამ ქვეპუნქტის „ა.ზ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სასაქონლო პარტიის ბოლო პარტიაზე სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების შევსებისას;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“–„ა.ზ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ითვლება საბაჟო დეკლარაციად.“.

5. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-2 მუხლის 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან  სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები ან/და სხვა დოკუმენტებით) საყარი საქონლის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირება მოწმობის ან ელექტრონული მოწმობის გამოწერით შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) სპეციალური ელექტრონული საშუალების გამოყენებით ტრანზიტში დეკლარირებისას:

1.ა) სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის ჩატვირთვისას (იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ჩატვირთვა ხორციელდება რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებაში, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთულ საქონელთან მიმართებაში) შედგენილი აწონვის ქვითარი ან სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტი;

1.ბ) საქონლის მთლიანი რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილი აქტი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გემიდან საქონლის გადმოტვირთვის ოპერაციები ხორციელდება ნაწილ-ნაწილ, ამ ქვეპუნქტის „ო1.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სასაქონლო პარტიის ბოლო პარტიის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით ტრანზიტში დეკლარირებისას;“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, ამავე შეთანხმების შესაბამისად გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან EUR-MED შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად – ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით.“;

გ) დანართი №8-II-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის ევროკავშირის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე შევსებულია ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე




დანართი №8-II-02

 ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები

შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით

 

დოკუმენტის დასახელება

თავისუ

ფალ მიმოქ

ცევაში გაშვება

მიზნობირი დანიშნუ

ლებით გამოყენება

საბაჟო საწყობი

რეექსპორტი

დროებით შემოტანა

ექსპორტი

ტრანზიტი

შიდა გადამუ

შავება

გარე

გადამუ

შავება

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

*

*

*

   

*

   

*

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით, ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია

 

 

     

*

   

*

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

 

 

არსებობის შემთხვევაში

     

არსებობის შემთხვევაში

   

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

   

*

*

*

*

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

*

 

*

*

*

*

რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

*

 

*

*

 

*

რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა

 

 

     

*

     

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა

*

*

*

*

*

*

     

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

*

*

*

*

 

*

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა

 

 

 

*

*

 

*

   

საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

*

*

*

 

*

*

     

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა

*

*

*

*

*

   

*

*

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

 

 

 

*

 

*

   

*

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

 

 

       

*

   

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

*

*

     

*

   

*

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

*

*

             

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

 

 

     

*

   

*

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

 

 

 

*

         

სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა

*

*

*

*

*

   

*

*

სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

 

 

 

*

 

*

   

*

სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

 

 

       

*

   

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა

 

 

     

*

     

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა

*

*

*

*

*

       

შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა

*

*

   

*

*

     

იოდიზებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

*

*

*

           

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი

 

 

 

საჭიროების შემთხვევაში

 

საჭიროების შემთხვევაში

საჭიროების შემთხვევაში

 

საჭიროების შემთხვევაში

ვეტერინარული სერტიფიკატი

 

 

 

ასლი (დედანი მიყვება დანიშნულებისამებრ)

 

საჭიროების შემთხვევაში

*

 

საჭიროების შემთხვევაში

სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა

*

*

     

*

     

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 - სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონელსა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მეორადი მოხმარების საქონელზე - ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი

*

*

             

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები

 

 

 

*

 

*

*

 

*

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა

 

 

 

*

 

*

*

 

*

სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და 2207 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზციაში შემავალი ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ექსპორტისას (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი

 

 

     

*

     

სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტისას, თითოეულ პარტიაზე (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი

*

*

             

სეს ესნ-ის 2207 10 000 00 და 2208 30 – 2208 90 სასაქონლო კოდებში კლასიფიცირებული არაყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი

 

 

 

 

 

*