„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017275
418
27/12/2019
ვებგვერდი, 27/12/2019
230210000.22.033.017275
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №418

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):
1.  მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით ან სხვა საშუალების გამოყენებით. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისას, საქონელი თვალიერდება დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2.  მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დათვალიერებაზე დეკლარანტის ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირის ან მათი წარმომადგენლის დასწრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის პირს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დათვალიერება ხორციელდება სკანერის მეშვეობით, ან ხორციელდება აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერება.“.

3.  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საქონლის შემოტანისას (გარდა ტრანზიტისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის გამოყენების განზრახვას) აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი თვალიერდება საბაჟო გამშვებ პუნქტში (საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში), შემთხვევითი შერჩევითობით. დათვალიერება ხორციელდება თამბაქოს ნაწარმის უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობის 2% ოდენობის შერჩევით. შერჩეული უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობიდან დათვალიერებას ექვემდებარება არანაკლებ 2% თამბაქოს ნაწარმის ყუთი, ხოლო თითოეული ყუთიდან – თამბაქოს ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვა. თამბაქოს ნაწარმის რაოდენობა განისაზღვრება საქონლის საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში (საბაჟო გამშვებ პუნქტში დათვალიერებისას – ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტში) მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას – ძირითადი ზომის ერთეულის (კგ.) მიხედვით.“.

4.  23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აქციზური მარკებით ნიშანდებას ან/და სამედიცინო გაფრთხილების დატანას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების შედეგები ფორმდება „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტით“ (დანართი №2-III-01).“.

5.  დანართი №2-III-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი