დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 200 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017495 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული:
1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები) იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“;“; ა.ბ) „ჰ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ ქვეპუნქტი: „ჰ6) „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VII დანართით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ“ და „ჰ6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინებები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით წარედგინება შემოსავლების სამსახურსა და სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. ამასთან, წინასწარ შეტყობინებებთან ერთად ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება საქონლის შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა, მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.“. 2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „511-ე“ გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „517- ე“ გრაფა:
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები