დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017831 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გამავალ საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება გამგზავნი საბაჟო ორგანოს/საბაჟო საწყობის მიერ გამოწერილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით.“. 2. „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტრანზიტის პროცედურის მფლობელს, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, აქვს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებებით ნიშანდების უფლება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტრანზიტის პროცედურის მფლობელის მიერ საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში, იგი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემების დაფიქსირება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებულ ტრანზიტის დეკლარაციაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები