„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017482
150
24/06/2021
ვებგვერდი, 25/06/2021
230210000.22.033.017482
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №150

2021 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს მარშრუტს, რომლითაც პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტი მოიცავს:

ა)  საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების მიმართულებას, ან/და

ბ) დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონას, ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილს.“.

2. მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) მიეთითება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საქონლის გადაადგილების მარშრუტი იმ შემთხვევაში, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები ან/და დატვირთვა აღემატება კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს და შეუძლებელია ასეთი პარამეტრების კორექტირება ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას გამგზავნ საბაჟო ორგანოში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.