„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017849
291
04/09/2024
ვებგვერდი, 05/09/2024
230210000.22.033.017849
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №291

2024 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემოწმებისას/კონტროლისას, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს და გაითვალისწინოს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი აუდიტორული დასკვნა. აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც აღნიშნული ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული აქვს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და ფინანსური მდგრადობის მიზნებისთვის ფინანსურად მდგრადად ჩაითვლება სუბიექტი, რომლის უახლოეს ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემულია აუდიტორული დასკვნა, რომელშიც გამოთქმულია არამოდიფიცირებული მოსაზრება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი