ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1775
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 18/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.05.001.001.914
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)


საქართველოს კანონი

 

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

კარი I . ზოგადი დებულებანი

თავი I . კანონის რეგულირების სფერო. ტერმინთა განმარტება     

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე, თუ ისინი ახორციელებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

2 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

22 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

23. ამ კანონის 24-ე მუხლის 171−175 და 27-ე−274 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

24. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე.

3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3176 - სსმ I, 17 , 30 . 05 .200 6 წ., მუხ. 120

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი № 3427 - სსმ I, 25 , 13 . 07 .200 6 წ., მუხ. 201

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3284 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.221

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5941 – ვებგვერდი, 03.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1076  – ვებგვერდი, 25.09.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  29  ნოემბრის კანონი №1684  - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4490  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №856 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 2. ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პრინციპები

1. საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით საქმიანობის ან ქმედების ლიცენზიით ან ნებართვით რეგულირების მიზანი და ძირითადი პრინციპებია:

ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;

ბ) ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;

გ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.

3. საქმიანობა ან ქმედება, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საზოგადოებრივ რისკს, სახელმწიფოს მიერ თავისუფლდება რეგულირებისაგან ან რეგულირდება მხოლოდ ნაწილობრივ.

4. შესაძლებელია უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ლიცენზია ან ნებართვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით აღიარებული იქნეს და მიენიჭოს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას ან ნებართვას.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება:

ა.ა) სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით;

ა.ბ) საქმიანობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მაძიებლის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უკავშირდება სუბიექტს. საქმიანობის ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია;

ბ) გენერალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია;

გ) სპეციალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ სპეციალური სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს სპეციალური ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია;

დ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ე) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან;

ვ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ზ) ლიცენზიის მაძიებელი – ლიცენზიის მიღების მსურველი პირი;

თ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;

ი) ლიცენზიის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას;

კ) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;

ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ვალდებულია დაადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო და სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. დადგენის პროცედურაზე ვრცელდება ამ კანონით ლიცენზიისა და ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესები და პრინციპები;

მ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას. დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. ამ პირობების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან ნებართვის მიღების მიზანს;

ნ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;

ო) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;

პ) ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

ჟ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ან სხვა ნებართვის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება;

რ) სალიცენზიო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი იხდის კანონით დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო მოსაკრებლით გაითვალისწინება ლიცენზიის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები;

ს) სანებართვო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ან შესაბამისი ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულის ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები;

ტ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

უ) სალიცენზიო პირობები – კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას;

ფ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგე-ნილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

ქ) მშენებლობის ნებართვა – განსხვავებული იერარქიული ნებართვა, რომელიც ნებართვის მაძიებელთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და პრინციპები. (ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი);

[ღ) ელექტრონული კომუნიკაციების გადაჭერის სისტემა:

ღ.ა) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის შემადგენელი პროგრამული ან/და აპარატული კომპონენტი („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 69 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემა);

ღ.ბ) კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის ფარული მოპოვების მიზნით შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება;

ღ.გ) GSM-ის პასიური გადაჭერის სისტემა. ( ამოქმედდეს 2019 წლის 30 მარტიდან)]

საქართველოს 2008 წლის 19 მარტ ის კანონი №5947 - სსმ I, №8, 2 8. 0 3.2008 წ., მუხ.52

საქართველოს 200 9 წლის 24 სექტემბრ ის კანონი № 1694 - სსმ I, 29 , 12 . 10 .200 9 წ., მუხ. 177

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №585 4 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს 201 4 წლის  20  თებერვლის კანონი №2040  - ვებგვერდი, 27.02.2014წ.

    მუხლი 4. დამატებითი ლიცენზიისა და ნებართვის შემოღების დაუშვებლობა

1. ლიცენზირებადი საქმიანობის და სანებართვო ქმედების სფეროების ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს ეს კანონი. დაუშვებელია სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით ლიცენზიისა და ნებართვის შემოღება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საქმიანობასა და ქმედებაზე.

2. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი ვალდებულების შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას ან რაიმე სახით ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის აუცილებლობას.

    მუხლი 5. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში

1. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ კანონით დადგენილ საქმიანობასა და ქმედებაზე ლიცენზიასა და ნებართვას, როგორც წესი, გასცემენ სახელმწიფოს ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებები. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი სამთავრობო დაწესებულების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქმიანობის ან ქმედების სფეროებსა და სახეებში ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცეს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს.

    მუხლი 51 . მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

1. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემ ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამულ უზრუნველყოფა და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებ .

 2. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს, ასევე უ წყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი აწარმოოს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/ სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, ასევე უ წყებრივ სალიცენზიო/ სანებართვო რეესტრ ასლი.

4. (ამოღებულია - 21.04.2017,  643).

5. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობაში ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატში, ასევე უ წყებრივ სალიცენზიო/ სანებართვო რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №643 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.


კარი II . ლიცენზიის გაცემა

თავი II . ლიცენზიის სახეები




მუხლი 6. საქმიანობის ლიცენზიის სახეები

1. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზია.

2. ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზია.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია.

31. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზია.

10. (ამოღებულია - 14.05.2014, №2425).

10 1. სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია.

102. სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია.

103. სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია.

11. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზია.

111. სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზია.

112. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია.

12. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია.

[12 1 . ელექტრონული კომუნიკაციების გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია.  (ამოქმედდეს 2019 წლის 30 მარტიდან)]

13. კერძო მაუწყებლობის ლიცენზია.

14. სათემო მაუწყებლობის ლიცენზია.

15. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია.

16. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია.

17. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია.

18. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია.

19. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

20. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია.

21. ნავთობის გადამუშავების ლიცენზია.

22. ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზია.

23. ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზია.

24. ( ამოღებულია).

25.(ამოღებულია).

26. (ამოღებულია).

27. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.

28. (ამოღებულია) .

29. სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.

30. დაზღვევის ლიცენზია (არა სიცოცხლისა).

31. გადაზღვევის ლიცენზია.

32. (ამოღებულია).

33. (ამოღებულია).

34. საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

35. არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია.

36. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.

37. საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

371. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია.

38. საფონდო ბირჟის ლიცენზია.

39. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია.

40. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია.

41. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზია.

42. (ამოღებულია).

43.(ამოღებულია).

44. (ამოღებულია).

45. (ამოღებულია).

46. (ამოღებულია).

47.(ამოღებულია).

48. (ამოღებულია).

49. (ამოღებულია).

50. (ამოღებულია).

51. (ამოღებულია).

52. (ამოღებულია).

53. (ამოღებულია).

54. (ამოღებულია).

55. (ამოღებულია).

56. (ამოღებულია).

57.( ამოღებულია).

58. ( ამოღებულია).

59. ( ამოღებულია).

60. ( ამოღებულია).

61. ( ამოღებულია).

62. ( ამოღებულია).

63. ( ამოღებულია).

64. ( ამოღებულია).

65. ( ამოღებულია).

66. ( ამოღებულია).

67. ( ამოღებულია).

68. ( ამოღებულია).

69. ( ამოღებულია).

70. ( ამოღებულია).

71. ( ამოღებულია).

72. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია .

721. სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია .

722. სასამართლო -ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია .

723. პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია .

724. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია .

725. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია .

73. ( ამოღებულია).

74. ( ამოღებულია).

75. ( ამოღებულია).

76. ( ამოღებულია).

77. ( ამოღებულია).

78. ( ამოღებულია).

79. ( ამოღებულია).

80. ( ამოღებულია).

81. ( ამოღებულია).

82. ( ამოღებულია).

83. ( ამოღებულია).

84. ( ამოღებულია).

85. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია.

86. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია.

87. წყალმომარაგების ლიცენზია.

88.  საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ში ა წყლებში ჩაძირული  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  ჯართისა და ფერადი ლითონის  ამოღების ლიცენზია .

საქართველოს 2006 წლის 2 3 ივნის ის კანონი № 3380 - სსმ I, 26 , 14 . 07 .200 6 წ., მუხ. 208

საქართველოს 2006 წლის 24 ივლის ის კანონი № 3495 - სსმ I, 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 251

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი № 4233 - სსმ I, 50 , 30 . 12 .200 6 წ., მუხ. 384

საქართველოს 200 7 წლის 28 მარტ ის კანონი № 4532 - სსმ I, 15 , 23 . 04 .200 7 წ., მუხ. 121

საქართველოს 2008 წლის 21   ნოემბრ ის კანონი № 537 - სსმ I, 34 , 04 .1 2 .200 8 წ., მუხ. 216

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრ ის კანონი № 823 - სსმ I, 41 , 30 . 12 .200 8 წ., მუხ. 301

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.309

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4867 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5651 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  29  ნოემბრის კანონი №1684  - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2425  – ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს 2014  წლის 18  სექტემბრის  კანონი №2658 - ვებგვერდი, 02.10.2014წ.

    მუხლი 7. სარგებლობის ლიცენზიის სახეები

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

2. მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია.

3. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია:

ა) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სპეციალური ლიცენზია;

ბ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია.

4. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია:

ა) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია;

ბ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია.

5. თევზჭერის ლიცენზია.

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია – 20.12.2011, №5547) .

8. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია.

9. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3176 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.120

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3186 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.131

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3495 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.251

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2176 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.308

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5547– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

თავი III .საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი

    მუხლი 8. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი

საქმიანობის ლიცენზია, როგორც წესი, გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ამ კანონის VII თავით დადგენილი წესით, გარდა კანონით ზუსტად განსაზღვრული საქმიანობის ლიცენზიის სახეობებისა, რომლებიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით.

    მუხლი 9. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.

5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სალიცენზიო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით.

6. თუ ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებას და იმავე ლიცენზირებული საქმიანობის სფეროში აქვს ლიცენზია, ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას.

7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან.

8. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ლიცენზიის გაცემის საფუძველია.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ლიცენზიის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.

11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 27 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გამცემს.

12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ლიცენზიის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ლიცენზიის გამცემი.

13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

14. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.

15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

16. თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ლიცენზიის გამცემს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ლიცენზიის გაცემას.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

    მუხლი 91. სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი

1. სამხედრო პროდუქციის დამზადებას, წარმოებას, სამხედრო პროდუქციის შეკეთებას (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობას ახორციელებს აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრულ გენერალურ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

3. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრული გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამავე კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

ბ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ნასამართლობის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამხედრო პროდუქციის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობასთან;

გ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო პროდუქციის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;

დ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობის დაცვის უფლებამოსილების მქონე (დაცვისათვის პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).

საქართველოს 2013 წლის  29  ნოემბრის კანონი №1684  - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2472 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი  №3704  - ვებგვერდი, 30.06.2015წ.

    მუხლი 10. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

1. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაიცემა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული საქმიანობის ლიცენზიის სახეები.

2. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის გაცემა იმ ადმინისტრაციული წარმოების სახით, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს კანონი, ან კონკრეტული ლიცენზიის გაცემის კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების სახის შეცვლა სხვა ადმინისტრაციული წარმოებით.

3. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად.

4. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

5. ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან.

6. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ლიცენზიის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.

7. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.

8. ლიცენზიის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა მართავს ზეპირ მოსმენას.

9. ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.

10. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

11. დაუშვებელია ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ ლიცენზიის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ლიცენზიის გაცემის ვადის გაგრძელების თაობაზე.

12. თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ლიცენზიის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.

13. თუ კონკრეტული ლიცენზიის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ლიცენზიის გაცემის ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ლიცენზიის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ლიცენზიის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შესახებ.

14. ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია საქართველოს მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში და ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.

15. ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2 თვემდე გაგრძელების შესახებ.

16. ამ მუხლის მე-10, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.

17. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება.

18. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა.

    მუხლი 11. საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ლიცენზიის გამცემი არ გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს.

გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274

    მუხლი 12. საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის გასაჩივრება

ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

    მუხლი 13. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

ლიცენზიის გამცემი:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;

გ) (ამოღებულია);

დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა და ინფორმაციისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

    მუხლი 14. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება კანონით ან/და ლიცენზიის გამცემის ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 15. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) ლიცენზიის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52

    მუხლი 16. საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. ლიცენზიის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო მოწმობა.

5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

თავი IV . სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

   მუხლი 17. სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი.

5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5606 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.408

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4045 - სსმI, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.467

მუხლი 171 . ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნ ლო ტალახის ან/დგარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

1. ლიცენზიის გამცემის მიერ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზისაქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ასევე შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით.

2 . ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიის მიღებ შესახებ .

3 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის ლიცენზიის გამცემი დგენს :

ა) მოთხოვნებ კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებ ლიცენზიის მაძიებლის თვის.

6 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა .

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №585 4 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

    მუხლი 18. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

1. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა .

2. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.

3. განცხადების ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტია.

4. სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დგინდება:

ა) მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ბ) დამატებითი სალიცენზიიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისთვის.

დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება კანონით.

5. ლიცენზიის გამცემმა სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.

6. თუ სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული რესურსით სარგებლობა და ამ სარგებლობისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები თავისი არსით მოიცავს სხვა ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას/ქმედებას და შესაბამის დამატებით პირობებს, აღნიშნული რესურსით სარგებლობისათვის არ არის აუცილებელი ამ ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება.

7. აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წამოდგენის საფუძველზე.

8. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის დამატებით გამოყენებული იქნეს სხვა საშუალებებიც.

10. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;

ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

11. სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის, რომელზედაც გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, რაოდენობას, მოცულობასა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი.

12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი.

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №585 4 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

    მუხლი 19. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ადგენს ლიცენზიის გამცემი.

[1 1 . თუ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის გაცემა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. თუ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მიღებულ იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი პირობები, რომლებიც სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის არსებითად ცვლის სალიცენზიო პირობებს, სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხა უბრუნდება. თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.  ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]

2. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

3. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის უვადოდ გაცემა. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის თვისება და სარგებლობის ტექნოლოგიური ხასიათი.

4. ლიცენზიის გამცემს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №895  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

    მუხლი 20. სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ლიცენზიის მფლობელი მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.

[2 1 . თუ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში ცვლილების შეტანის, გადაწყვეტილების დედნის მიღებისა და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დადგენის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი პირობების დარღვევისათვის თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად, მისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად განისაზღვრება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.  ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულების ლიცენზიის გამცემის მიერ შეუსრულებლობა არ აბრკოლებს ლიცენზიის მიმღებისათვის შესაბამისი სარგებლობის განხორციელებას.

4. ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა, მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.

[4. ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამატებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.  ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]

5. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობებთან და სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა-დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის III თავით დადგენილი წესით.

6. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის სხვა პირისათვის გადაცემა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

7. მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის შესაძლებელი, საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა რამდენიმე ნაწილად დაყოს, იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი.

8. ნებისმიერი პირი, მათ შორის, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია, რომლის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები , კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1983 - სსმ I, №32, 06.11.2009 წ., მუხ.195

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №585 4 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №895  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

 

თავი V . კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე. ლიცენზიის გაუქმება

    მუხლი 21. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას აკონტროლებს ლიცენზიის გამცემი. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ლიცენზიის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.

2. ლიცენზიის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

4. თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიმართოს ლიცენზიის მფლობელს და მოითხოვოს სალიცენზიო პირობების გონივრულ ვადაში დაცვის შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია.

5. ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობა კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

6. ლიცენზიის გამცემი სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შემოწმებით. ლიცენზიის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვასთან.

7. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია. ლიცენზიის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

8. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.

9. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ლიცენზიის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში.

10. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის გამცემს სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

    მუხლი 22. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის.

2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ლიცენზიის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის.

3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

41 . თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ა / ა კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია.

5. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.

6. ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

7. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა;

დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

71 . ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით გააუქმოს ყადაღადადებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ასევე უქმდება შესაბამისი ყადაღა, გირაო ან სხვა დატვირთვა.

8. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

91 . ამ კანონის მე - 7 მუხლის პირველი, მე - 2, მე - 4, მე - 5 და მე - 9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთან ავე , ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია.

10. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

11. პასუხისმგებლობა, ლიცენზიის გაუქმების სახით, გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას და ლიცენზიის გამცემი დაასაბუთებს, რომ ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედება.

12. თუ ლიცენზიის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება.

13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სალიცენზიო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ლიცენზიის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.

14. კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზირებადი საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ლიცენზიის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებული იქნეს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ლიცენზიის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება ლიცენზირებად საქმიანობას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო.

17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სალიცენზიო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.

18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. სპეციალური მმართველის ან თვით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ.

20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის ხარჯით.

21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, ლიცენზირებადი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ლიცენზიის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

22. თუ ლიცენზიის მფლობელს აქვს გენერალური ლიცენზია და ვერ აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელ სალიცენზიო პირობებს, იგი უფლებამოსილია განახორციელოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საქმიანობები. ვიწრო საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა არ შეიძლება იყოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელების აკრძალვის საფუძველი.

23. გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ მუხლით დადგენილი წესით.

24. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისა და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი და მათი დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონის 21-ე და 22-ე მუხლებით დადგენილი წესით.

25. ( ამოღებულია – 16.03.2012, №5854 ).

26. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №585 4 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

    მუხლი 23. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში

ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ლიცენზიის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

კარი III . ნებართვის გაცემა

თავი VI . ნებართვის სახეები

მუხლი 24. ნებართვის სახეები

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.

2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.

3. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა.

4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.

[4. (ამოღებულია - 01.06.2017, №895) ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია - 13.04.2016, №4950).

71. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.

72. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.

8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა.

9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა.

10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.

101 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.

11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა.

12. (ამოღებულია).

13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა.

14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.

141. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.

142. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთ­რებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.

143. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა.

15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.

151. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა.

152. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.

153. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა.

16. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა.

17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.

17 1. სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა.

17 2. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.

173. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.

174. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.

175. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.

18. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა.  

19. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა.

20. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა.

21. ამოღებულია.

22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.

23. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა.

24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა.

241. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა.

25. (ამოღებულია).

26. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.

27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.

271. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.

272. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.

273. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.

274. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.

28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა.  

281. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა.

29. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვ .

30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.

31. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.

32. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა.

33. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა.

34. (ამოღებულია).

341. (ამოღებულია – 13.10.2011, №5121).

35. (ამოღებულია).

36. (ამოღებულია).

37. სამორინეს მოწყობის ნებართვა.

371 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

38. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.

39. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.

40. ლოტოს მოწყობის ნებართვა.

41. ბინგოს მოწყობის ნებართვა.

42. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა.

[ 42 1 . სიგარაბარის მოწყობის ნებართვა.   (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ]

43. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა.

44. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა.

45. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვა.

46. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა.

47. (ამოღებულია).

48. (ამოღებულია).

49. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.

50. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა.

51. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა.

52. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა.

53. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.

54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.

5 5 . რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.

56. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2236 - სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.356

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3186 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.131

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3380 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.208

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3495 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.251

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4233 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.384

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4714 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.145

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5606 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.408

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5921 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.41

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №874 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.309

საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1589 - სსმ I, №26, 27.08.2009 წ., მუხ.152

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2176 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.308

საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2912 - სსმ I, №20, 19.04.2010 წ., მუხ.113

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3284 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.221

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3288 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.231

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806- სსმI, №66, 03.12.2010 წ.,მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4527 – ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5121 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5547– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5913 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5957 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6054 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  29  ნოემბრის კანონი №1684  - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2425  – ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4950 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №895  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 28  ივნისის   კანონი №1111 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.

 

თავი VII . ნებართვის მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემის წესი

მუხლი 25. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 26 2 და 26 3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 26 1 , 26 2 და 26 3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.

5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.

6. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის გაცემისას.

7. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ხორციელდება ცალკე ადმინისტრაციული წარმოებით.

8. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ნებართვის გაცემის საფუძველია.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ნებართვის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ნებართვის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.

11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.

12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ნებართვის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ნებართვის გამცემი.

13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

14. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.

15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

16. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მოპოვება.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1694 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.177

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 26. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 261 , 262 , 26 და 264   მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. (ამოღებულია – 11.10.2011, №5093).

3. ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ნებართვის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

5. დაუშვებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ ნებართვის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელების თაობაზე.

6. თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ნებართვის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს.

7. თუ კონკრეტული ნებართვის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ ქმედებით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შესახებ.

8. ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუმადგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ნებართვის გამცემი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია საქართველოს მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში და ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს.

9. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2 თვემდე გაგრძელების შესახებ.

10. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

11. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1140 - სსმ I, №8, 08.04.2009 წ., მუხ.28

საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2912 - სსმ I, №20, 19.04.2010 წ., მუხ.113

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5093 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.

    მუხლი 261. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი

1. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო (ქ. თბილისში – მერია).

2. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

3. აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურას ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. აუქციონის ჩატარების პროცედურის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

5. ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.  

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236

    მუხლი 262. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი

1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

3. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 263. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესი

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვას (შემდგომ − მრავალჯერადი ნებართვა) კონკურსის წესით გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მრავალჯერადი ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის საფასურს. მრავალჯერადი ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

2. მრავალჯერადი ნებართვის გაცემის საფასურს განსაზღვრავს, აგრეთვე მრავალჯერადი ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და მრავალჯერადი ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის წესებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

3. მრავალჯერადი ნებართვის გაცემის საფასური ჩაირიცხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

     მუხლი 264 . მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

1. მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. მშენებლობის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიები უნდა განხორციელდეს 60 დღის განმავლობაში.

3. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით.

5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.

6. პირველ და მეორე სტადიებზე დამკვეთი არის განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშე­ნებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე/მოსარგებლე ან მი­ს/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.

7. მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთი (პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5093 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

მუხლი 27. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;

ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს;

გ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1694 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.177

მუხლი 28. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება

ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

მუხლი 29. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

ნებართვის გამცემი:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) (ამოღებულია);

დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას იმ ნებართვის თაობაზე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

მუხლი 30. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება კანონით ან/და ნებართვის გამცემის ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

მუხლი 31. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სანებართვო მოწმობის (გარდა კვოტების ფარგლებში გაცემული საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი გადაზიდვის ნებართვისა) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.

5. ამ კანონის 262 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

6. ამ კანონის 26 3  მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1694 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.177

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 32. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება.

2. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 26 1 და 26 2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 26 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

თავი VIII. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. ნებართვის გაუქმება

მუხლი 33. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.

2. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

3. ნებართვის გამცემი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შემოწმებით. ნებართვის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაცვასთან.

4. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია. ნებართვის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია ნებართვის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

5. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.

6. ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში.

7. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შერულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 26 2 და 26 3 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

9. ამ კანონის 26 2 და 26 3 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4214 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 34. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

1. ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვებ ის მფლობელებ ის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისთვის.

3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.

41 . თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371   მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.

42 . სამორინეს მოწყობის ნებართვის/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

5. ნებართვის გამცემმა ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.

6. ნებართვის გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

7. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა.

დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

8. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე.

10. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

11. სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

12. თუ ნებართვის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებართვის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება.

13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სანებართვო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებართვის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.

14. კანონით გათვალისწინებულ ნებართვათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სანებართვო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ნებართვის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო ქმედების განსახორციელებლად და სანებართვო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ნებართვის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებულ იქნეს ნებართვის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ნებართვის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ნებართვის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სანებართვო პირობების შესრულებას. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება სანებართვო ქმედებას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო.

17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სანებართვო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სანებართვო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.

18. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ნებართვის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. სპეციალური მმართველის ან თვით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ.

20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ნებართვის მფლობელის ხარჯით.

21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, სანებართვო ქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ნებართვის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

22. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4936 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5247 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5450 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6054 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.

    მუხლი 35. ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში

ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

კარი IV . უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პასუხისმგებლობა

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52

        თავი IX . უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

    მუხლი 36. უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. (ამოღებულია).

2. უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი.

3. ლიცენზიის/ნებართვის გამცემს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში.

4. უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: დასახელება – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსათვის ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;

ბ) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;

გ) ლიცენზიის/ნებართვის სახე (სახეები);

დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.

5. ლიცენზიის ან/და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გამცემი ვალდებულია:

ა) (ამოღებულია);

ბ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა მონაცემებისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით;

გ) ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვებს ნებართვის გამცემი აქვეყნებს საჯაროდ.

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია).

11. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან/ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1972 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.261

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

თავი X . პასუხისმგებლობა

მუხლი 37. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადგენილ ვადებში ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე გადაყვანას 6 თვის ვადით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.

4. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-18 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაუყოვნებლივ გაცემაზე უარის თქმა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის გაფრთხილებას. აღნიშნული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას.

5. დაუშვებელია თანამდებობის პირის დანიშვნა იმავე თანამდებობაზე, რომლიდანაც გათავისუფლდა ამ მუხლში მითითებული საფუძვლებით. ასევე დაუშვებელია ამ პირის დანიშვნა გათავისუფლებული თანამდებობის შინაარსისა და ფუნქციის მქონე სხვა თანამდებობაზე.

კარი V . გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XI. გარდამავალი დებულებანი

მუხლი 38. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივი სტატუსი

1. თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაცემული ლიცენზია ან ნებართვა, რომელიც ამ კანონით რეგულირდება, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.

3. თუ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაიცემოდა ლიცენზია და ამ კანონის ამოქმედებიდან გაიცემა ნებართვა, ან პირიქით, ისე, რომ არსებითად არ შეცვლილა სალიცენზიო ან სანებართვო პირობები, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის გაცემა. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი მოწმობა.

4. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4532 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.121

    მუხლი 381. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემის გარდამავალი რეგულირება

I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქი არ საჭიროებს ამ კანონის 24-ე მუხლის 46-ე პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ხელახალი ნებართვის აღებას. შესაბამისი ნებართვის გამცემი ვალდებულია, I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქის მიმართვის შემთხვევაში უფასოდ უზრუნველყოს სანებართვო ფორმის შეცვლა სათანადო ნებართვით.

საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1589 - სსმ I, №26, 27.08.2009 წ., მუხ.152

    მუხლი 38 2 . სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები

1. ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ ნებართვის გაცემისას გამოიყენება ამ კანონის 38-ე მუხლის ნორმები, ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადის მიუხედავად.

2. თუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დააპირებს დამატებით რომელიმე იმ საქმიანობის განხორციელებას, რომლისთვისაც გაიცემა სხვა ლიცენზია, ის ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი განსხვავებული პირობები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის მისაღებად საჭირო განსხვავებული პირობები. ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ლიცენზიის მფლობელმა შეასრულა უკვე გაცემული ლიცენზიის მიღების დროს.

4. სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა დააკმაყოფილოს საერთო სანებართვო პირობები და დამატებითი სანებართვო პირობები მომსახურების შესაბამისად.

5. ნებართვის მფლობელის მიერ დამატებით სანებართვო პირობებს დაქვემდებარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ამ მომსახურებისთვის დადგენილი განსხვავებული პირობები.

6. ნებართვის მფლობელის მიერ რომელიმე მომსახურებისთვის დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების დაუკმაყოფილებლობა არ არის სამედიცინო საქმიანობის ნებართვის გაუქმების საფუძველი. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება კონკრეტულად იმ მომსახურების გაწევა, რომლისთვის გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობებიც არ იქნა დაკმაყოფილებული.

7. შესაბამისი სალიცენზიო/სანებართვო პირობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში გათვალისწინებულ იქნეს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გამოცვლის ღონისძიებების განხორციელება ისეთ საქმიანობებზე/ქმედებებზე, რომლებზედაც გაიცემოდა ლიცენზია და 2010 წლის 1 დეკემბრიდან გაიცემა ნებართვა ან გაიცემა ისევ ლიცენზია ისე, რომ არსებითად არ იცვლება სალიცენზიო/სანებართვო პირობები. აღნიშნული განხორციელდეს ავტომატურად, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2011 წლის 1 მარტამდე განხორციელდეს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის გამოცვლა განხორციელდეს მისი მფლობელის განცხადებისა და შესაბამისი ლიცენზიისათვის/ნებართვისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

    მუხლი 38 3 . ზოგიერთი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის გარდამავალი რეგულირება

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა სამინისტრომ ან მის გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა, აგრეთვე სხვა დაინტერესებულმა პირებმა ამ კანონით განსაზღვრული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და პათოლო-განატომიური საქმიანობა სათანადო ლიცენზიის/ნებართვის გარეშე შეიძლება განახორციელონ 2010 წლის 1 დეკემბრამდე.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285

    მუხლი 384 . ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების განსაკუთრებული წესი

რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა 1 წლის ვადით.

საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5913 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

მუხლი 39. სარგებლობის ლიცენზიების გარდამავალი რეგულირება

1. ამ კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, რომელზედაც ამ კანონის თანახმად გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 40. ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება

1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოები, გაცემის წესი და პირობები ამ კანონის შესაბამისად დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. თუ საქმიანობის ან ქმედების სალიცენზიო ან სანებართვო პირობები განისაზღვრება საკანონმდებლო აქტით, ლიცენზია ან ნებართვა გაიცემა ამ საკანონმდებლო აქტით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.

3. თუ ამ კანონით განისაზღვრა ისეთი ლიცენზიის ან ნებართვის სახე, რომლის დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო აქტით, ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე სალიცენზიო ან სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მუხლი 41. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტები.

2. საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 იანვრისათვის წარმოადგინოს სურსათის მწარმოებელი საწარმოების რეგულირების გამარტივებული წესები და პირობები.

მუხლი 42. პროფესიულ საქმიანობათა რეგულირების სისტემის განსაზღვრა

1. პროფესიული საქმიანობა რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

2. 2005 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პროფესიული საქმიანობის რეგულირება შემდეგი ძირითადი პრინციპების მიხედვით:

ა) პროფესიული საქმიანობების სრული თვითრეგულირება – (ჩვეულებითი რეგულირება) არაარსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;

ბ) ნაწილობრივი თვითრეგულირება – არსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;

გ) სახელმწიფო რეგულირება – მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის.

    მუხლი 421. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების დროებითი სამართლებრივი რეგულირება

1. 2010 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის და თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიებზე.

2. 2008 წლის 1 დეკემბრამდე გარე რეკლამის განთავსებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონის 261 მუხლის შესაბამისად ჩატარებული პირველი აუქციონის შედეგად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადით.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236

საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1177 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.51

თავი XII . დასკვნითი დებულებანი

მუხლი 43. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №472 ბრძანებულება.

მუხლი 44. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1775-რს

67. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1111-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 66. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 895-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 65. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 856-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 64. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 643-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 63. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 486-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 62. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4950-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 61. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4490-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 60. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3704-IIს - ვებგვერდი, 30/06/2015 59. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3371-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 58. 18/09/2014 - საქართველოს კანონი - 2658-Iს - ვებგვერდი, 02/10/2014 57. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2472-IIს - ვებგვერდი, 12/06/2014 56. 14/05/2014 - საქართველოს კანონი - 2425-IIს - ვებგვერდი, 27/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 20/02/2014 - საქართველოს კანონი - 2040-IIს - ვებგვერდი, 27/02/2014 54. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1975-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 53. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1684-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 52. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1076-Iს - ვებგვერდი, 25/09/2013 51. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6545-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 50. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 49. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6054-Iს - ვებგვერდი, 27/04/2012 48. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5957-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 47. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5941-Iს - ვებგვერდი, 03/04/2012 46. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5854-Iს - ვებგვერდი, 28/03/2012 45. 20/03/2012 - საქართველოს კანონი - 5913-რს - ვებგვერდი, 23/03/2012 44. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5651-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 43. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5647-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 42. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5547-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 41. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5450-IIს - ვებგვერდი, 111222017, 22/12/2011 40. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5247-IIს - ვებგვერდი, 111122014, 22/11/2011 39. 11/10/2011 - საქართველოს კანონი - 5093-IIს - ვებგვერდი, 111103005, 03/11/2011 38. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5121-IIს - ვებგვერდი, 111019015, 19/10/2011 37. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4867-რს - ვებგვერდი, 110706011, 06/07/2011 36. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4936-რს - ვებგვერდი, 110630021, 30/06/2011 35. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4681-Iს - ვებგვერდი, 110601013, 01/06/2011 34. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4527-Iს - ვებგვერდი, 110502025, 02/05/2011 33. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4214-Iს - ვებგვერდი, 110310019, 10/03/2011 32. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4045-რს - სსმ, 75, 27/12/2010 31. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 30. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3735-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 29. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3532 - სსმ, 47, 05/08/2010 28. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3550 - სსმ, 46, 04/08/2010 27. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3288 - სსმ, 38, 16/07/2010 26. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3284 - სსმ, 37, 14/07/2010 25. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2912 - სსმ, 20, 19/04/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2176 - სსმ, 42, 10/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1972 - სსმ, 35, 19/11/2009 22. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1983 - სსმ, 32, 06/11/2009 21. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1694 - სსმ, 29, 12/10/2009 20. 10/08/2009 - საქართველოს კანონი - 1589 - სსმ, 26, 27/08/2009 19. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1177 - სსმ, 12, 29/06/2009 18. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1140 - სსმ, 8, 08/04/2009 17. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 874 - სსმ, 41, 30/12/2008 16. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 823 - სსმ, 41, 30/12/2008 15. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 628 - სსმ, 36, 12/12/2008 14. 21/11/2008 - საქართველოს კანონი - 537 - სსმ, 34, 04/12/2008 13. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5947 - სსმ, 8, 28/03/2008 12. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5921 - სსმ, 7, 26/03/2008 11. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5606 - სსმ, 47, 26/12/2007 10. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4715 - სსმ, 18, 22/05/2007 9. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4532 - სსმ, 15, 23/04/2007 8. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4233 - სსმ, 50, 30/12/2006 7. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3533 - სსმ, 37, 07/08/2006 6. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3495 - სსმ, 35, 03/08/2006 5. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3427 - სსმ, 25, 13/07/2006 4. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3380 - სსმ, 26, 14/07/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3186 - სსმ, 17, 30/05/2006 2. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3176 - სსმ, 17, 30/05/2006 1. 09/12/2005 - საქართველოს კანონი - 2236 - სსმ, 54, 20/12/2005
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.