დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3287-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.020963 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა. 10. რადიოაქტიური მასალის იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი.“. 2. 384 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 384. ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების განსაკუთრებული წესი რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მქონე პირის მიერ სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა 1 წლის ვადით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 ივნისი 2023 წ. N3287-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები