„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2425-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.017447
2425-IIს
14/05/2014
ვებგვერდი, 27/05/2014
300310000.05.001.017447
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„11. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზია.“;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები:

„111. სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზია.

112. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია.“.

2. 24-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.“.

მუხლი 2. პირები, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქვთ კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზია, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზია ან კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზია, ლიცენზირებულად ჩაითვლებიან შემდეგნაირად:

ა) კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის მფლობელი – სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიის მფლობელად;

ბ) კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი – სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის მფლობელად;

გ) კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი – სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელად.

მუხლი 3. პირები, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქვთ იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა, შესაბამისი ვადის განმავლობაში ჩაითვლებიან სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის მფლობელებად.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 მაისი 2014 წ.

N2425-IIს