„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4170-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.102257
4170-XIVმს-Xმპ
15/05/2024
ვებგვერდი, 29/05/2024
300310000.05.001.102257
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 91 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით.“.

 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 222 მუხლი:

„მუხლი 222. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების გაუქმება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის გამო

1. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის) მფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა ამ პირობების შეცვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზიების მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგინონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღისა.

3. ლიცენზიის გამცემი:

ა) 7 კალენდარული დღის ვადაში ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიას, თუ ლიცენზიის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით არ წარუდგინა შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ) 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და იღებს წერილობით გადაწყვეტილებას:

ბ.ა) ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, თუ აღნიშნული დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა;

ბ.ბ) შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

4. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 მაისი 2024 წ.

N4170-XIVმს-Xმპ