დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5854-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.016634 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა.ა) სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171 . ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნა ლო ტალახის ან/დ ა გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი
1. ლიცენზიის გამცემის მიერ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზი ა საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ასევე შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით.
2 . ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიის მიღები ს შესახებ .
3 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
4 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
5 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის ლიცენზიის გამცემი ადგენს :
ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისა თვის.
6 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა .“.
3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა .“.
4. მე- 20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ნებისმიერი პირი, მათ შორის, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია, რომლის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები , კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.
5. 22-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71 . ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით გააუქმოს ყადაღადადებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ასევე უქმდება შესაბამისი ყადაღა, გირაო ან სხვა დატვირთვა.“;
ბ) 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 16 მარტი.
№5854− Iს
დოკუმენტის კომენტარები