დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3284 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 14/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.004.083 |
საქართველოს კანონი
�ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1.
�ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
�21. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქ. თბილისის მერი.�.
2. 24-ე მუხლის:
ა) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა.�;
ბ) 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241� პუნქტი:
�241. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა.�.
��� მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 2 ივლისი.
№3284�რს
დოკუმენტის კომენტარები