|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 93 მუხლი: „მუხლი 93. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო და მისი გაცემის საფუძველი 1. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი. 3. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“; ბ) 161 მუხლი: „მუხლი 161. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაცემის წესი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გასაცემად კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან. |
თბილისი, 19 თებერვალი 2020 წ. N5722-IIს |
დოკუმენტის კომენტარები