„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4936-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110630021, 30/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.016360
  • Word
4936-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110630021, 30/06/2011
300310000.05.001.016360
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 34- მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის.“;

 ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. თუ ნებართვის მფლობელმა, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის 371 მუხლის 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ..

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

4936-რს