„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3102-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.020889
3102-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
300310000.05.001.020889
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის:

ა) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა.

14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.“;

ბ) 142 და 143 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„142. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისთვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.

143. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა.“;

გ) 152 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 15პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„153. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა.“;

ე) 153 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 154 და 155 პუნქტები:

„154. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.

155. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.“;

ვ) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 24-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაცია/ორგანიზაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა). სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ მოითხოვება ასევე ამ კანონის 261−263 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3102-XIმს-Xმპ