დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6293-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.019880 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1 . 24 -ე მუხლის 26 -ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „26. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.“. 2. 262 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 262. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 12 ივნისი 2020 წ. N6293-IIს |
დოკუმენტის კომენტარები