„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1694
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.003.634
  • Word
1694
24/09/2009
სსმ, 29, 12/10/2009
240.090.000.05.001.003.634
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სანებართვო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ან შესაბამისი ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულის ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგე-ნილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;“.

2. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.“.

3. 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს;“.

4. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებ-ლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1694–IIს