დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5775-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.019784 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-18 მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აუქციონის სხვა ვებგვერდის საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.“; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. საწვავი რესურსებისა და ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულის, საშენი მასალების მოსაპოვებლად, თუ მოსაპოვებელი ჯამური მოცულობა/წონა 500 000 (ხუთასი ათას) კუბურ მეტრს/ტონას არ აღემატება, აგრეთვე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 15 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. აუქციონის სხვა ვებგვერდის საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 მარტი 2020 წ. N5775-IIს |
დოკუმენტის კომენტარები