„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.004.147
  • Word
3550
21/07/2010
სსმ, 46, 04/08/2010
240.090.000.05.001.004.147
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მოქმედება (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24- მუხლის 54- პუნქტისა) არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებსსაქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლონავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონით რეგულირებად სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის.ქვეპუნქტისა და IV თავის მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-–725 პუნქტებითა და 24- მუხლის 54- პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.“.

2. მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) 42-ე–71-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) 72-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია.“;

გ) 72-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 721–725 პუნქტები:

„721. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია.

722. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია.

723. პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია.

724. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია.

725. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.“;

დ) 73-ე–84-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“.

5. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე პუნქტი:

„54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.“.

6. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“.

7. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: დასახელება – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსათვის ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 382 მუხლი:

     „მუხლი 382. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები

1. ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ ნებართვის გაცემისას გამოიყენება ამ კანონის 38-ე მუხლის ნორმები, ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადის მიუხედავად.

2. თუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დააპირებს დამატებით რომელიმე იმ საქმიანობის განხორციელებას, რომლისთვისაც გაიცემა სხვა ლიცენზია, ის ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი განსხვავებული პირობები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის მისაღებად საჭირო განსხვავებული პირობები. ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ლიცენზიის მფლობელმა შეასრულა უკვე გაცემული ლიცენზიის მიღების დროს.

4. სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა დააკმაყოფილოს საერთო სანებართვო პირობები და დამატებითი სანებართვო პირობები მომსახურების შესაბამისად.

5. ნებართვის მფლობელის მიერ დამატებით სანებართვო პირობებს დაქვემდებარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ამ მომსახურებისთვის დადგენილი განსხვავებული პირობები.

6. ნებართვის მფლობელის მიერ რომელიმე მომსახურებისთვის დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების დაუკმაყოფილებლობა არ არის სამედიცინო საქმიანობის ნებართვის გაუქმების საფუძველი. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება კონკრეტულად იმ მომსახურების გაწევა, რომლისთვის გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობებიც არ იქნა დაკმაყოფილებული.

7. შესაბამისი სალიცენზიო/სანებართვო პირობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში გათვალისწინებულ იქნეს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გამოცვლის ღონისძიებების განხორციელება ისეთ საქმიანობებზე/ქმედებებზე, რომლებზედაც გაიცემოდა ლიცენზია და 2010 წლის 1 დეკემბრიდან გაიცემა ნებართვა ან გაიცემა ისევ ლიცენზია ისე, რომ არსებითად არ იცვლება სალიცენზიო/სანებართვო პირობები. აღნიშნული განხორციელდეს ავტომატურად, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2011 წლის 1 მარტამდე განხორციელდეს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის გამოცვლა განხორციელდეს მისი მფლობელის განცხადებისა და შესაბამისი ლიცენზიისათვის/ნებართვისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 383 მუხლი:

     „მუხლი 383. ზოგიერთი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის გარდამავალი რეგულირება

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა სამინისტრომ ან მის გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა, აგრეთვე სხვა დაინტერესებულმა პირებმა ამ კანონით განსაზღვრული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და პათოლო-განატომიური საქმიანობა სათანადო ლიცენზიის/ნებართვის გარეშე შეიძლება განახორციელონ 2010 წლის 1 დეკემბრამდე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, მე-5 და მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-5 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3550–რს