საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6545-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.016844
  • Word
6545-Iს
22/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
400010020.05.001.016844
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექს ი (პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) VII თავში ზღვაში ჩაძირული ქონება იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან ში ა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა;“.

2. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VII

ზღვაში ჩაძირული ქონება

    მუხლი 105

1. ამ თავის მიზნებისათვის ზღვაში ჩაძირულ ქონებად მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან ში ა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვ

2. ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება, გამოტანა ან განადგურება ხორციელდება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 106

1. ქონების ჩაძირვის შემთხვევაში ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს ნავსადგურის კაპიტანს.

2. სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით, ადგენს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და ამოღების სამუშაოების წარმოების გეგმას, რასაც აცნობებს მის მფლობელს.

3. თუ ქონებ საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული, მისი ამოღების სამუშაოების წარმოების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გეგმა ასევე უნდა შეთანხმდეს საზღვაო ნავსადგურთან, რომელიც ხელს უწყობს ამ გეგმის ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით შესრულებას.

    მუხლი 107

1. თუ ზღვაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობ, ნაოსნობის უსაფრთხოებას, ხელს უშლის საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკურ , სამეცნიერო- კვლევითი, გარემოსდაცვითი, სამაშველო-სამძებრო და სხვა მსგავსი სამუშაოების წარმოებას, ასევე ქმნის გარემოს დაბინძურების საშიშროება , მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს ნავსადგურის კაპიტ ნს და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, გონივრულ ვადაში ამოიღოს ზღვაში ჩაძირული ქონება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, თუ ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, სააგენტო გონივრული ვადით საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის მოსა ძიებლად, ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, თუ ზღვაში ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, სააგენტო ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის მოსა ძიებლად აღნიშნული გემის დროშის სახელმწიფოსათვის გადასაცემ შეტყობინებას, ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით, უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან, გარემოებათა გათვალისწინებით, აღნიშნული შეტყობინების გადასაცემად უკავშირდება პირდაპირ  შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნულ საზღვაო ორგანოს.

4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებ ით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში არ განხორციელდა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება, სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ამ ქონების ამოღება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად.

5. თუ ქონება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას სააგენტოსთან შეთანხმებული გეგმით ახორციელებს საზღვაო ნავსადგური.

6. სააგენტოს ან საზღვაო ნავსადგურს შესაბამისად ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების საკუთარი ხარჯით განხორციელების შემთხვევაში უფლება აქვს, გაწეული ხარჯის ანაზღაურება  ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს მო თხოვო .

    მუხლი 108

1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამოღებული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში. ამასთანავე, ის ვალდებულია სააგენტოს ან საზღვაო ნავსადგურს აუნაზღაუროს ქონების ჩაძირვისა და ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი და ჩაძირული ქონების ამოღებასთან დაკავშირებული ხარჯები.

2. თუ ამოღებული ქონება რეალიზებულია საზღვაო ნავსადგურის ან სააგენტოს მიერ, იმის გამო, რომ მისი შენახვა არ იყო შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი, ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს უბრუნდება რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა, იმ ხარჯებისა და ზიანის გამოკლებით, რომლებიც/რომელიც სააგენტომ ან საზღვაო ნავსადგურმა გასწია /მიიღო ქონების ამოღების, შენახვის და რეალიზაციის დროს.

3. ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს ჩაძირული ქონების მფლობელს სააგენტოსთვის ან საზღვაო ნავსადგურისთვის მიყენებული ზიანისა და ხარჯების ანაზღაურებ ს ვალდებულებისაგან.

    მუხლი 109

ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ინარჩუნებს ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე საკუთრების უფლებას მისი ჩაძირვიდან 2 წლის განმავლობაში. ა ვადის გასვლის შემდეგ ზღვაში ჩაძირული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.  

    მუხლი 110

სააგენტოს უფლება აქვს, საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე აუკრძალოს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება მისი მფლობელის ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ ამ საშუალებებით სამუშაოთა წარმოება ან/და მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობის უსაფრთხოებას ან ამან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ზღვაში ჩაძირული ქონება ამოიღოს მისი მფლობელის ხარჯით ან მოსთხოვოს მას სათანადო საშუალებებისა და ტექნოლოგიის გამოყენება.

    მუხლი 111

ზღვაში ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, განადგურებას ან/და მოცილებას სააგენტოსთან შეთანხმებით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.         

    მუხლი 112

შემთხვევით ამოღებული ზღვაში ჩაძირული ქონება სააგენტოს უნდა გადაეცეს.

    მუხლი 113

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ში ა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს სააგენტო ან საზღვაო  ნავსადგური.“.

მუხლი 2. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 88-ე პუნქტი:

„88. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ში ა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია.“.

მუხლი 3. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებ ის შესახებ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე პუნქტი:

„28.  საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ში ა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია 500 ლარი.“.

მუხლი 4. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ში ა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტის დამტკიცება.

მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                          მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6545- I