დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5941-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.016644 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) პირველი მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5941-Iს
დოკუმენტის კომენტარები