„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1146-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.102905
1146-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 15/12/2025
300310000.05.001.102905
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 223 მუხლი:

„მუხლი 223. ლიცენზიის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის შეჩერების შესახებ.“;

ბ) 34მუხლი:

„მუხლი 342. ნებართვის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის შეჩერების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1146-IVმს-XIმპ