დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5913-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.016629 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის:
ა) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა.
10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.“;
ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 384 მუხლი:
„მუხლი 384 . ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების განსაკუთრებული წესი
რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა 1 წლის ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 20 მარტი.
№5913 –რს
დოკუმენტის კომენტარები