დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5947 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 28/03/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.05.001.003.172 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;
ო) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;“.
2. მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.“.
4. 29-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.“.
6. IV კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პასუხისმგებლობა“.
7. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“.
8. 36-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“;
ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.“;
დ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-6–მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან/ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 მარტი.
№5947–რს
დოკუმენტის კომენტარები